დაშტრიხვა
ავტოკადში დაშტრიხვა არის
შემოსაზღვრული არეალის
შევსება წინასწარ შექმნილი ორნამენტით,
რომელიც წარმოადგენს რაიმე განსაზღვრულ მატერიალს. იგი
ჩვეულებრივ გამოიყენება კვეთის საჩვენებლად. ავტოკად
14-ის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ სოლიდით სრულიად შეავსოთ
ისეთი სივრცეები როგორიცაა მაგალითად კედლები სართულის
გეგმაში.
არის ორი ტიპის დაშტრიხვა, რომლის
გამოყენებაც შეგიძლიათ. ძირითადად გამოიყენებთ
ზღვრებში დაშტრიხვის (BOUNDARY HATCH) ბრძანებას.
ბრძანება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
რეზულტატი |
|
ზღვრებში დაშტრიხვა |
Bhatch
/ H |

|
Draw > Hatch |
ავსებს არეალს
წინასწარ განსაზღვრული ორნამენტით. |
დაშტრიხვის რედაქტირება |
HatchEdit / HE |
 |
Modify > Object > Hatch... |
ახდენს არსებული დაშტრიხვის
რედაქტირებას |
დახაზეთ 10X10 ერთეული სიდიდის
ოთხკუთხედი და ჩაუხაზეთ ცენტრში 2" რადიუსის წრე.
დაიწყეთ ზღვრებში დაშტრიხვა
H <ENTER>-ის ჩაბეჭდვით. ამის გაკეთების შემდეგ
გამოვა დიალოგური ფანჯარა:

როგორც ყოველთვის დაიწყეთ თავიდან და
ფანჯარას დაუყევით ქვემოთ. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის
მეტალის ნაჭერის კვეთი, ასე რომ უნდა ავირჩიოთ
წინასწარ განსაზღვრული დაშტრიხვის ორნამენტი სახელად რკინა
(STEEL).
ახლა უნდა აირჩიოთ დასაშტრიხი
არეალი. აირჩიეთ სადმე ოთხკუთხედის შიგნით და
წრეწირის გარეთ, შემდეგ კი დააჭირეთ <ENTER>-ს.
დააყენეთ დაშტრიხვის მასშტაბი 6–ზე.
ეს ის რიცხვია, რომელიც საუკეთესოდ გამოჩნდება ამ ობიექტზე.
უფრო დიდმა ციფრმა შეიძლება დაშტრიხვა ისე გაადიდოს, რომ
ვერც კი დაინახოთ იგი. უფრო პატარა ციფრმა კი დაშტრიხვა
შეიძლება ისე დააპატარავოს, რომ სოლიდივით გამოიყურებოდეს.
იყოს "ასოცირებული" (Associative)
- ეს კი ნიშნავს, რომ თუ მოვახდენთ წრეწირის ან
ოთხკუთხედის მოდიფიცირებას დაშტრიხვა ავტომატურად
გადაადგილდება ახალი ზღვრების მიხედვით.
ბოლოს კი დააჭირეთ წინასწარი
დათვალიერების (Preview) ღილაკს, რომ
ნახოთ ნამუშევრის სავარაუდო შედეგი. ნახაზი უნდა იყოს
ქვემოთ მოყვანილი ნახაზის ანალოგიური.

გაითვალისწინეთ, რომ ავტოკადი ხვდება, რომ
წრეწირი განთავსებულია ოთხკუთხედის შუაში და არ ახდენს დაშტრიხვას მის
ზემოდან. თუკი ხაზები არ ჩანან სწორად არ ინერვიულოთ - ეს
ეკრანის გამოსახულების ბრალია - საბოლოოდ ყველაფერი ამოიბეჭდება სწორად და
სუფთად.
თუ თქვენ გსურთ დაშტრიხვის რედაქტირება
ყველაზე იოლი ხერხია მასზე ორჯერ დაკლიკება (თუ ეს არ
შეგიძლიათ მაშინ ჩაბეჭდეთ HE
<ENTER>). ეს გამოიტანს თითქმის იგივე დიალოგურ ფანჯარას
რომელიც გამოიყენეთ დაშტრიხვის შესაქმნელად. დაშტრიხვის
რედაქტირების დიალოგურ ფანჯარაში სცადეთ
სხვადასხვა ვარიანტები და წინასწარ დაათვალიერეთ შედეგები.
ფრთხილად აირჩიეთ ოთხკუთხედი, რომ ნახოთ
თუ რას ნიშნავას "დაშტრიხვის
ასოცირებულობა". გამოჩნდება 4 ლურჯი კვადრატი.
დააკლიკეთ ერთერთს და გადააადგილეთ იგი, შემდეგ აუშვით.
თუკი დაშტრიხვა ასოცირებულია მაშინ იგი განახლდება ახალი
კონტურის შესაბამისად.
რჩევები:
თუ თქვენ იყენებთ სოლიდურ დაშტრიხვას მიუთითეთ მას თეთრი
ფერი რომ ამობეჭდოთ იგი შავად, სხვა ფერები
ამობეჭდვისას გამოჩნდებიან ნაცრისფრად.
თუ დახაზული გაქვთ დაშტრიხული არეალი და
გსურთ, რომ მას ემთხვეოდეს სხვა დაშტრიხვა მაშინ
გამოიყენეთ "Inherit Properties" ღილაკი დაშტრიხვის
რედაქტირების დიალოგურ ფანჯარაში.
ავტოკადის ახალ ვერსიებში შეგიძლიათ
ობიექტი დაშტრიხოთ 2 ფერის გრადიენტით. ამისთვის
გამოიყენეთ დაშტრიხვის დიალოგური ფანჯრის მაღლა
განთავსებული გრადიენტის
(Gradient) სანიშნე.
ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდით დაშტრიხული ნიმუში.

შეგიძლიათ თქვენითაც შექმნათ დაშტრიხვის ორნამენტი ან
იპოვოთ ისინი ინტერნეტში. სხვადასხვა ვებგვერდები გთავაზობენ დაშტრიხვის
ორნამენტების
უფასო და
ფასიან კოლექციებს.
შესაძლოა დაშტრიხვის აფეთქება - მაგრამ
იყავით ძალიან ფრთხილად ამის გაკეთებისას, ან კი საერთოდ ნუ
ააფეთქებთ დაშტრიხვას თუკი დანამდვილებით არ არის ამის
საჭიროება.
Tools > Options
დიალოგურ ფანჯარაში, ხაზვის (Drafting) სანიშნეში არსებობს
პარამეტრი, რომელიც
საშუალებას გაძლევთ ჩართოთ და გამორთოთ დაშტრიხვაზე ობიექტზე
მიბმები (OSnap). ჩვეულებრივ დაყენებულია გამორთული.
ეს გაკვეთილი ასრულებს მეორე დონეს. თუ
გსურთ ახლად შეძენილი ცოდნა გამოსცადოთ ახალ პროექტში, სცადეთ
გაიმეოროთ და შექმნათ ქვემოთ მოცემული ბუხრის სართულის
გეგმა.
|
GIF ფაილი |
DWG ფაილი |
ბუხრის სართულის გეგმა |

|

|