ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული რედაქტირების ინსტრუმენტია
შეერთების (Join
(J)) ოფცია. გამოიყენეთ იგი
ორი ან რამდენიმე პოლიხაზის გასაერთიანებლად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
დაკეტვის
Close ოფცია. იგი დანამდვილებით კეტავს პოლიხაზს, რაც
განსხვავებულია უბრალოდ პოლიხაზის ბოლოების დამთხვევისა
ერთ წერტილში. დაკეტილი პოლიხაზი საჭიროა სამგანზომილებიან
სივრცეში ობიექტის ექსტრუდირებისთვის და აგრეთვე სხვა
მოდიფიცირებებისთვის. თუ თქვენ ხაზვისას გამოიყენებთ
CL ოფციას პოლიხაზის დასამთავრებლად, იგი ავტომატურად
დაიკეტება.
Spline
ოფცია საშუალებას გაძლევთ დახაზოთ ხაზების კონტური
რკალებისა და/ან სწორი ხაზების გამოყენებით და შემდეგ
შეცვალოთ ისინი ერთიან მრუდად.
აგრეთვე პოლიხაზის სისქის (Width)
შეცვლით შესაძლოა მიაღწიოთ თქვენი ხაზების განსხვავებულ
ხედს.
დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს
და შეეცადეთ დახაზოთ იგივე პოლიხაზის სხვადასხვა ოფციების გამოყენებით.

ქვემოთ მოყვანილია პოლიხაზით დახაზული
ნიმუში. დაფიქრდით იმაზეც თუ, როგორ დახაზავდით ამ ობიექტს
ხაზების, რკალების და წრეების გამოყენებით.

შემდეგნაირად კი დახაზავდით მას პოლიხაზის
გამოყენებით:
Command:
pl PLINE
Specify start point: <აირჩიეთ
წერტილი>
Current line-width is 0.0000
Specify next point or
[Arc/Halfwidth/Length/Undo/Width]:
5
Specify next point or
[Arc/Close/Halfwidth/Length/Undo/Width]:
a
Specify endpoint of arc or
[Angle/CEnter/CLose/Direction/Halfwidth/Line/Radius/Second
pt/Undo/Width]: 2
Specify endpoint of arc or
[Angle/CEnter/CLose/Direction/Halfwidth/Line/Radius/Second
pt/Undo/Width]: l
Specify next point or
[Arc/Close/Halfwidth/Length/Undo/Width]:
5
Specify next point or
[Arc/Close/Halfwidth/Length/Undo/Width]:
a
Specify endpoint of arc or
[Angle/CEnter/CLose/Direction/Halfwidth/Line/Radius/Second
pt/Undo/Width]: cl
გახსოვთ მანძილის პირდაპირი შეტანა (DDE)?
დაიწყეთ პირველი წერტილის შეტანით, შემდეგ (ჩართული ორთო
რეჟიმით) გადაადგილეთ კურსორი მარჯვნივ და ჩაბეჭდეთ
5 <ENTER> შემდეგ A
<ENTER> (რკალის წარმოსაქმნელად) და გადაადგილეთ კურსორი
მაღლა და ჩაბეჭდეთ
2 <ENTER> შემდეგ ჩაბეჭედეთ L
<ENTER> (რომ დაუბრუნდეთ სწორ ხაზს) გადაიტანეთ კურსორი
მარცხნივ და ჩაბეჭდეთ 5
<ENTER> შემდეგ დაუბრუნდით ისევ რკალს (A
<ENTER>) და ჩაბეჭდეთ
CL რომ დაკეტოთ პოლიხაზი.
ახლა კი როდესაც კონტური დამთავრებულია
შეგიძლიათ მისი, როგორც ერთი ობიექტის წანაცვლება, შკალირება, და ა.შ. 3D-ში კი თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მისი
ექსტრუდირებაც.
პოლიხაზები ძალიან მოსახერხებელია და
შეეცადეთ ისინი გამოიყენოთ როცა კი შესაძლებელია. ხანდახან
მოსახერხებელია გარე კედლების დახაზვა და კედლის სისქის
გამოსახატად მათი შიგნით
წანაცვლება, შესაძლოა მათი ააფეთქება (Explode)
მოსახერხებელი მუშაობისთვის.