ატრიბუტები
აქამდე ავტოკადის მეშვეობით თქვენ შექმენით
ფიგურები: ხაზები, წრეები და ა.შ. აგრეთვე დაამატეთ ტექსტები
და განზომილებები. ეს ყველაფერი შეიძლებოდა ხელითაც
შეგვესრულებინა. ასე რომ კიდევ რა შეუძლია შემოგვთავაზოს
ავტოკადმა?
როგორც პირველი დონის დასაწყისში აღვნიშნეთ
ავტოკადი ასევე წარმოადგენს ინფორმაციის მონაცემთა ბაზას.
მონაცემთა ბაზა ძირითადად შეიცავს თქვენს მიერ დახაზულ
ინფორმაციას, მაგრამ არის აგრეთვე საშუალება
შეიტანოთ ნახაზში არაგრაფიკული ინფორმაციაც. არაგრაფიკული
ინფორმაციის დასამატებლად ერთერთი ყველაზე
მარტივი საშუალებაა 'ატრიბუტები'. ატრიბუტი არის ტექსტი, რომელიც შეიძლება მიმაგრდეს
ბლოკზე, რომ მან მოგვაწოდოს თავის თავზე მეტი ინფორმაცია, გარდა მხოლოდ
მისი გეომეტრიისა, რომელიც მისმა ფორმებმა შეიძლება
შეგვატყობინოს.
მაგალითისთვის დააკვირდით ქვემოთა ორ ნახაზს:
პირველი ნახაზი გვიჩვენებს რამოდენიმე ხაზსა
და რკალს, რომლებიც შეიძლება ნებისმიერი რამე იყოს.

მეორე მაგალითი კი გვიჩვენებს იგივე
ფორმებს ხილული ატრიბუტებით, ისე რომ თქვენ შეგიძლიათ
გაარკვიოთ თუ რას
წარმოადგენენ კონტურები.

ზემოთ მოყვანილი სურათები გვიჩვენებენ
დივანს. ატრიბუტები კი გარდა ინფორმაციისა მწარმოებელზე
აღწერენ თუ რა ნომერია მოდელი, რა ფერია და რა ღირებულებისაა.
ამ მაგალითიდან შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ავტოკადს გააჩნია
სასარგებლო ინსტრუმენტი კონტურების გარდა სხვა ინფორმაციის
საჩვენებლადაც.
სართულის გეგმის დახაზვის შემდეგ თქვენ შეგეძლოთ
შემოგეტანათ ავეჯის მზა ბლოკები, რომლებსაც ექნებოდათ
მიმაგრებული ინფორმაცია
მწარმოებელზე, ფასზე, წონაზე და სხვა თქვენთვის საჭირო
მონაცემზე.
ასეთი სახის ინფორმაცია შეიძლება ექსტარაქტირდეს ავტოკადიდან და
გამოყენებულ იქნას ელექტრონულ ცხრილებში ან რაიმე სხვა პროგრამაში,
რომელსაც შეუძლია მატერიალების სიის გაკეთება.
ამ გაკვეთილში თქვენ შექმნით ატრიბუტებს და
მიამაგრებთ წინა გაკვეთილში დამზადებულ კომპიუტერს. ავტოკადში
ადრეც გიწევდათ თანმიმდევრული ნაბიჯების
შესრულება და ატრიბუტების შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი.
- აკეთებთ ატრიბუტის დეფინაციას (შემნას).
- შემდეგ ქმნით ატრიბუტიან ბლოკს.
- ბოლოს კი ბლოკის შემოტანისას უთითებთ სპეციფიურ
ინფორმაციას.
ბრძანებები რომელთაც თქვენ გამოიყენებთ
ძნელი დასამახსოვრებელია. შესაძლოა პიქტოგრამების გამოყენება
უფრო გაგიადვილდეთ. ჩამოსაშლელი მენიუებიც კიდევ ერთი
ვარიანტია ბრძანების გამოსაძახებლად და სანახავად.
|
ბრძანება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
რეზულტატი |
ატრიბუტის შექმნა |
DDATTDEF / ATT |
 |
Draw > Block >Define
Attribute |
ქმნის ატრიბუტის დეფინაციას |
ატრიბუტის რედაქტირება |
DDATTE / ATE |
< |
Modify> Object> Attrb.> Single |
ახდენს არსებული ატრიბუტის
შემადგენლობის რედაქტირებას |
ბლოკი |
Block / Bmake |
 |
Draw > Block >Make |
ქმნის ბლოკს ცალკეული ელემენტებისა
და ატრიბუტებისაგან |
ატრიბუტების გამოჩენა |
ATTDISP |
არ აქვს |
არ აქვს |
მალავს ან აჩენს ატრიბუტებს |
ატრიბუტების ექსტრაქტირება |
EATTEXT |
|
Tools > Attribute Extraction... |
დამხმარეს გამოყენებით აკეთებს ატრიბუტების
ექსტრაქციას |
გახსენით კომპიუტერის ბლოკებიანი სართულის
გეგმა, რომელიც დახაზეთ 2-5 გაკვეთილში.
შემოიტანეთ კომპიუტერის ბლოკი და ააფეთქეთ
იგი (ჩაბეჭდეთ X <ENTER> შემდეგ
აირჩიეთ ბლოკი და დააჭირეთ <ENTER>-ს).
დაიწყეთ ატრიბუტების დეფინაციის ბრძანება:
ATT (ან)
ATTDEF (ან)
DDATTDEF
(ახალ ავტოკადში შენარჩუნებულია
წინამორბედი ვერსიების ბრძანებები).
დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ დიალოგურ
ფანჯარას და მაგალითის ანალოგიურად შეავსეთ რედაქტირების მინდვრები. საჭიროების შემთხვევაში
ჩაასწორეთ ტექსტის
სიმაღლეც.

ახლა ატრიბუტს მიეცით დეფინაცია -
სახელი (tag), ატრიბუტის შეტანისას
მომხმარებლის დასახმარებელი კარნახი (prompt) და საწყისი (დეფოლტი) მნიშვნელობა
(value) .
როდესაც ყველაფერი შეყვანილია აირჩიეთ OK
ღილაკი.
როცა დაბრუნდებით ხაზვის ეკრანზე
აირჩიეთ წერტილი კომპიუტერის ბლოკის შუა წერტილთან ახლოს. ამის
შემდეგ დიალოგური ფანჯარა კვლავ გამოვა და დააჭირეთ OK-ს.
ანალოგიურად წინა შემთხვევისა დაამატეთ ცხრილში
ჩამოთვლილი
ატრიბუტებიც. წერტილის არჩევის მაგივრად ამ შემთხვევებში აღნიშნეთ
Align below previous attribute (განათავსე
წინამორბედი ატრიბუტის ქვემოთ) ოთხკუთხედი.
|
TAG |
PROMPT |
VALUE |
|
MONITOR |
What is the MONITOR SIZE? |
XX" |
|
HDD |
What capacity is the Hard Drive? |
X.XXGB |
|
RAM |
How much RAM is installed? |
XXXMB |
STATION |
What station is this |
XXX |
ყველა ატრიბუტის დატანის შემდეგ უნდა მიიღოთ დაახლოებით
შემდეგი სურათი:

ახლა შექმენით ბლოკი რომელიც შეიცავს ამ ოთხ ატრიბუტს.
დაიწყეთ BLOCK
ბრძანება. შექმენით ბლოკი ისე როგორც ნაჩვენები იყო
წინა გაკვეთილში. როდესაც მოგეთხოვებათ ბლოკის სახელი
დაარქვით მას COMP-AT.
შემოიტანეთ COMP-AT ბლოკი, რის
შემდეგაც თქვენ მიიღებთ
დიალოგურ ფანჯარას, სადაც შეგიძლიათ ტეგების მნიშვნელობების
შეყვანა. თქვენ უნდა მიუთითოთ პასუხები შემოთავაზებულ
კარნახებზე რომლებიც განსაზღვრეთ ატრიბუტებში.
Command: I შემოტანა
Specify insertion point or
[Scale/X/Y/Z/Rotate/PScale/PX/PY/PZ/PRotate]:
Enter attribute values
What is the CPU Speed <XXX GHz>: 2.6 GHz
What is the monitor size <XX">: 21"
What is the capacity of the Hard Drive <XXX Gb>:
200Gb
How much ram is installed <XXX Mb>: 1024Mb
ბლოკის შემოტანისა და ყველა კარნახზე პასუხის გაცემის შემდეგ თქვენი
ბლოკი მიიღებს ასეთ სახეს:
ახლა კი ნახაზზე შეხედვით თქვენ შეგიძლიათ
ნახოთ თუ რა ტიპის კომპიუტერზეა საუბარი.
ატრიბუტების ჩვენება:
ხანდახან თქვენ არ გსურთ ატრიბუტთა მნიშვნელობების ხილვა
(მაგალითად ამობეჭდვისას). თქვენ შეგიძლიათ ისინი გამორთოთ
შემდეგნაირად: ჩაბეჭდეთ
ATTDISP ბრძანება და შემდეგ მიუთითეთ OFF.
მათ ისევ ჩასართავად ჩაბეჭდედ ხელმეორედ ATTDISP
და მიუთითეთ ON.
ატრიბუტების ექსტრაქცია:
ახლა ალბათ გაინტერესებთ რა უნდა ვუყოთ ამდენ ინფორმაციას.
ავტოკადის ნახაზი შეიძლება გამოვიყენოთ ინვენტარიზაციისთვის და
გავაკეთოთ მონაცემთა ექსპორტირება გარე ფაილში იმისთვის, რომ
სხვებმაც ისარგებლონ მითი.
მონაცემთა ექსპორტი ძალიან გამარტივდა
ავტოკადის უახლეს ვერსიებში.
დაიწყეთ
EATTEXT ბრძანება, თქვენ იხილავთ დამხმარე დიალოგურ
ფანჯარას. მიიღეთ ყველა არსებული მნიშვნელობა და აჭირეთ Next
ღილაკს მანამდე სანამ არ მოხვალთ ამ საფეხურამდე:

თავიდან ამ ფანჯარაში ყველა ატრიბუტი მონიშნულია
იმის ჩათვლითაც, რომელიც არ გსურთ. დააკლიკეთ Uncheck All
button-ს და აირჩიეთ ზემოთ ნაჩვენები სასურველი ატრიბუტები.
მიყევით შემდეგ საფეხურების და შეინახეთ
მონაცემები CSV ფაილში.
შეგიძლიათ იხილოთ მიღებული მონაცემები Notepad-ში ან
ელექტრონული ცხრილების პროგრამაში, როგორიცაა Excel (ნაჩვენებია ქვემოთ).
ატრიბუტების რედაქტირება:
რა თქმა უნდა ნებისმიერ პროექტში მონაცემები იცვლება. თქვენ იოლად შეცვლით ატრიბუტის მნიშვნელობას ატრიბუტიან ბლოკზე ორჯერ დაკლიკებით. ეს მოქმედება გამოიტანს შემდეგ ფანჯარას:

გახსოვდეთ რომ ეს მოახდენს მხოლოდ იმ ბლოკის
რედაქტირებას რომელსაც ორჯერ დააკლიკებთ. ხოლო თუ გსურთ
ერთდროულად რამოდენიმე ბლოკისთვის ერთნაირი მნიშვნელობის
მინიჭება, უნდა აირჩიოთ ის ბლოკები, დააკლიკოთ
მარჯვენათი და აირჩიოთ მენიუდან Properties.

მოცემულ მაგალითში მე ვუთითებ ყველა
კომპიუტერზე 17"-იან მონიტორებს.
|