myCADsite Logo
მოგესალმებით ჩემიCADგვერდი.com-ზე
აქ თქვენ იპოვით რამდენიმე სასარგებლო რჩევასა და სახელმძღვანელოს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ CAD სამუშაოში.
   
 
 
დასაწყისი
სახელმძღვანელოები
ჩამოტვირთვები
სტატისტიკა
ბმულები
ნიმუშები
სტუმართა წიგნი
სხვა
   
     
 

გაკვეთილი 2-5

გაკვეთილი 2-1

პროექტის დაგეგმვა

გაკვეთილი 2-2

მასშტაბირება და პანორამირება

გაკვეთილი 2-3

ტექსტის ფორმატირება

გაკვეთილი 2-4

ფორმატის სანიშნეები (მოდელირებისა და ფურცლის სივრცეები)

გაკვეთილი 2-5

ბლოკები

გაკვეთილი 2-6

ატრიბუტები

გაკვეთილი 2-7

პოლიხაზები

გაკვეთილი 2-8

დაშტრიხვა


შენიშვნები:

ავტოკადის ბრძანებათა ზოლი არის ლურჯი Courier ფონტით. მნიშვნელოვანი საკითხები მონიშნულია წითლად და მათ შეიძლება მიმაგრებული ჰქონდეთ ჰიპერბმულები. More Info პიქტოგრამაზე დაკლიკებით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.


ამ გაკვეთილში განხილული თემები:

ბლოკების შექმნა და ნახაზში შემოტანა


ბლოკები

ამ გაკვეთილში თქვენ გაეცნობით ბლოკებს. განსაზღვრებით ბლოკი (BLOCK) არის მარტივი ობიექტების ერთობლიობა (ხაზები, რკალები, წრეები, ტექსტი და ა.შ.), რომელიც ქმნის უფრო კომპლექსურ ობიექტს, რაც წარმოადგენს ობიექტს რეალურ ცხოვრებაში, მაგ.: კარები, სკამი, ფანჯარა, კომპიუტერი, ...

ბლოკების გამოყენებას მრავალი უპირატესობა გააჩნია. აი რამოდენიმე მათგანი:

  • ბლოკი ერთი ობიექტია. ეს კი ნიშნავს, რომ მისი მხოლოდ ერთი ადგილის არჩევით თქვენ შეგიძლიათ მისი მოდიფიცირება (გადაადგილება, კოპირება, ტრიალი).

  • შეგიძლიათ შექმნათ ბლოკების ბიბლიოთეკა, რომელიც შედგება იმ ნაწილებისგან რასაც თქვენ ხშირად იყენებთ ყოველდღიურ მუშაობაში. ეს ბლოკები შეიძლება შენახულ იქნან, როგორც ცალკე საქაღალდეში ასევე ქსელში და სხვა მხაზველებსაც შეეძლებათ სარგებლობა.

  • ბლოკების გამოყენება გეხმარებათ შეინარჩუნოთ ფაილის ზომა პატარა. ავტოკადი ინახავს ბლოკის პარამეტრებს საკუთარ მონაცემთა ბაზაში. როდესაც ნახაზში შემოგაქვთ ბლოკი ავტოკადი ინახავს მხოლოდ მის სახელს, ადგილმდებარეობას (შემოტანის წერტილს), მასშტაბს და დახრილობის მნიშვნელობას.

  • თუ გსურთ ბლოკში შეიტანოთ ცვლილება, თქვენ ცვლით ბლოკის პარამეტრებს. მაგალითად: დახაზეთ სკამი და გარდაქმენით იგი ბლოკად. მოგვიანებით თქვენ გითხრეს, რომ სკამის ზომა შეიცვალა. ვინაიდან თქვენ გამოიყენთ ბლოკები თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ ბლოკს პარამეტრები და ყველა თქვენი სკამი ავტომატურად შეიცვლება. ხოლო თუ თქვენ ამ სკამებს კოპირებებით დახაზავდით მოგიწევდათ შეგეცვალათ ყველა სკამი სათითაოდ.

  • ბლოკებს შეუძლიათ შეიცავდნენ არაგრაფიკული ინფორმაციასაც, ტექსტურ ობიექტს, რომელსაც ატრიბუტები ჰქვია. მაგალითად თქვენ შექმენით განსხვავებული სკამების ბლოკები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ბლოკებს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა: მწარმოებელი, ღირებულება, წონა და ა.შ. ეს ინფორმაცია რჩება ბლოკებთან ერთად, მაგრამ არის საშუალება მათი ექსტრაქციის მონაცემთა ბაზაში ან ცხრილში. ეს ძალიან მოსახერხებელია ინვენტარიზაციის დროს. ატრიბუტები შესაძლოა იყვნენ ხილული ან ფარული. ატრიბუტების ძალზედ მოსახერხებელი გამოყენება შეიძლება აგრეთვე სატიტულო ბლოკებში.
     

  • ასევე შეგიძლიათ ბლოკს მიამაგროთ ინტერნეტის ჰიპერბმული და ბლოკის საშუალებით მოხვდეთ ინტერნეტში, ვთქვათ მომწოდებლის ვებგვერდზე.

შეგიძლიათ ორი ტიპის ბლოკის შექმნა: ისეთის, რომელიც თქვენი მიმდინარე ნახაზის შიგნითაა და ისეთის, რომელიც გარეთაა და შენახულია ცალკე ფაილად. ამ სხვადასხვა ტიპის ბლოკების შესაქმნელად სხვადასხვა ბრძანება გამოიყენება.

ბრძანებები, რომლებსაც ბლოკებისთვის გამოიყენებთ ამ გაკვეთილში:

ბრძანება

კლავიატურა

პიქტოგრამა

მენიუ

რეზულტატი

ბლოკი (Block)

Bmake
/ B

Block Make Icon

Draw > Block > Make

მიმდინარე ნახაზის შიგნით (Internal) ქმნის ბლოკს ცალცალკე ობიექტებისგან 

ბლოკის ჩაწერა (Write Block)

Wblock / W

არ არის

არ არის

ქმნის ბლოკს ნახაზის გარეთ (External) და წერს მას ფაილში

შემოტანა (Insert)

Insert / I

Insert Block Icon

Insert > Block

ნახაზში შემოაქვს შიდა ან გარე ბლოკი

ამ დავალებაში თქვენ უნდა გამოიყენოთ  2-1 გაკვეთილში დახაზული ნებისმიერი სართულის გეგმა.

გახსენით ნახაზი.

მოაახლოვეთ მაგიდასთან ახლოს მყოფი ოთახის ნაწილი.

შექმენით ახალი ფენა სახელად COMPUTERS (გახსოვდეთ რომ  LA ბრძანებას გამოჰყავს ფენების თვისებების მართვის ფანჯარა) და გახადეთ იგი მიმდინარე.

დახაზეთ განზომილებების გარეშე ქვემოთ მოყვანილი კომპიუტერი.

Computer Drawing

დაიწყეთ BLOCK ბრძანება B-ს, ჩამოსაშლელი მენიუს ან პიქტოგრამის გამოყენებით. დაინახავთ დაახლოებით ასეთ დიალოგურ ფანჯარას (ავტოკადის სხვა ვერსიებს შეიძლება ჰქონდეთ სავსებით განსხვავებული დიალოგური ფანჯრები განსხვავებული ოფციებით). ფანჯარაში მითითებულის ანალოგიურად შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია.

Block Definition Dialog Box

1: ბლოკს ვაძლევთ სახელს. ჩაბეჭდეთ COMPUTER 'Name'-ის გვერდით მყოფ რედაქტირების ველში.

2: ახლა უნდა აირჩიოთ შემოტანის/ბაზისური წერტილი. დააჭირეთ წერტილის არჩევის (Pick Point) ღილაკს და შემდეგ აირჩიეთ კომპიუტერის ქვედა ხაზის შუა წერტილი. დარწმუნდით, რომ შენარჩუნების (Retain) ღილაკი არჩეულია (ეს დატოვებს თქვენს ობიექტებს ეკრანზე, როგორც ინდივიდუალურ ობიექტებს).

3:  შემდეგ უნდა აირჩიოთ ბლოკის შემადგენელი ობიექტები. დააჭირეთ ობიექტების არჩევის (Select Objects) ღილაკს და აირჩიეთ კომპიუტერის ყველა ნაწილი რის შემდეგაც დააჭირეთ <ENTER>-ს.

4:  აირჩიეთ ხაზვის ერთეულები, რომელშიც შექმენით ობიექტი.

5: აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აქ ჩაწეროთ ბლოკის აღწერილობა. ეს ძალზედ გამოგადგებათ თუ ქმნით რაიმე სპეციფიურ ნაწილს, მაგალითად ძრავს და გინდათ დაამატოთ რაიმე სპეციფიკაცია.

6: დააჭირეთ OK ღილაკს და დიალოგური ფანჯარა დაიხურება. ისე ჩანს თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ ხაზვის ფაილს ახლა მასში აქვს "ბლოკის განსაზღვრება" (Block Definition) კომპიუტერისთვის. თქვენ შექმენით პირველი ბლოკი.

ახლა შემოვიტანოთ ახლად შექმნილი ბლოკი. დაიწყეთ შემოტანის ბრძანება  I <ENTER>-ის ჩაბეჭდვით. დაინახავთ ასეთი სახის დიალოგურ ფანჯარას:

დასაწყისისთვის ყველა თქვენთვის საჭირო ოფციაა წინასწარ არჩეულია. რაკი თქვენ ნახაზში გაქვთ მხოლოდ ერთი ბლოკი ამიტომ მხოლოდ მისი სახელია გამოსახული ბლოკის სახელის მინდორში. 

დარწმუნდით, რომ Insertion Point - Specify On-screen ოთხკუთხედი აღნიშნულია და აფეთქების (Explode) არ არის აღნიშნული. მასშტაბი (Scale) - Specify On-screen არ უნდა იყოს აღნიშნული. შემდეგ აჭერთ OK-ს. დააკლიკეთ ეკრანის ნებისმიერ წერტილში და დაინახავთ შემოტანილ ბლოკს.

თქვენი ნახაზის ყველა მაგიდაზე შემოიტანეთ კომპიუტერი. შეიძლება მოახდინოთ ბლოკის კოპირება მისი ხელახლა შემოტანების მაგივრად, მაგრამ მანამდე დარწმუნდით, რომ კარგად იცით თუ როგორ შემოიტანოთ ბლოკები.

დახაზეთ ქვემოთ მოყვანილი სკამის ანალოგი.

Chair Drawing

ახლა თქვენ შექმნით გარე ბლოკს wblock ბრძანების გამოყენებით. განსხვავება იმაშია, რომ ბლოკი გახდება განცალკევებული, გარე ნახაზი, რომლის გამოყენებაც შეიძლება სხვა CAD ნახაზებში.

ქვემოთ დიალოგურ ფანჯარაში ხედავთ თითქმის იგივე ოფციებს რასაც წინა შემთხვევაში. განსხვავებ ისაა, რომ სახელის დარქმევის ნაცვლად ვწერთ მის სახელს და ვუთითებთ ფაილის მისამართს სპეციფიურ საქაღალდეში.

Write Block Dialog Box

ბლოკი კომპიუტერში უნდა მოათავსოთ მოსახერხებელ ადგილზე და მიანიჭოთ გამომსახველი სახელი.

გარე ბლოკის შემოსატანად გამოიყენება იგივე Insert ბრძანება, რომელიც გამოიყენეთ ზემოთ, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ უნდა დააჭიროთ Browse ღილაკს და მოახდინოთ ნავიგაცია ბლოკის შენახვის ადგილამდე. შემოიტანეთ იგი, როგორც წინა შემთხვევაში. დაალაგეთ სკამები მაგიდების წინ და საჭიროების შემთხვევაში დაატრიალეთ ისინი.

ამ გაკვეთილში თქვენ მოახერხეთ ორი ბლოკის შექმნა. პროცედურები მეორდება ყველა დანარჩენი ბლოკებისთვისაც რომლის შექმნაც კი მოგიწევთ მომავალში.

თუ გესაჭიროებათ უფრო მეტი პრაქტიკა დახაზეთ ობიექტები და მათი გეომეტრიებიდან შექმენით ბლოკები.

თუ გსურთ ნახოთ, როგორ ხდება ბლოკის განახლება, მოახდინეთ კომპიუტერის ბლოკის მოდიფიცირება მისი მონიტორის მაღლითა ნაწილის ქვევით 8"-ით გაჭიმვით. ახლა ამ კონტურით შექმენით ახალი ბლოკი იგივე COMPUTER სახელით. ბლოკის რედეფინაციის შემდეგ ნახაზში ყველა კომპიუტერის ბლოკი განახლდება ახალი კონტურის შესაბამისად.

ეს კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად თუ რაოდენ ეკონომიურია ბლოკები. რეალურ სამუშაო სიტუაციაში კომპიუტერები შეიძლება შეცვლილიყო ფართო CRT მონიტორებიდან ბრტყელ LCD ეკრანზე და მოგიწევდათ მათი ყველას სათითაოდ გამოცვლა. ბლოკების გამოყენებით უფრო მარტივია მასიურად ობიექტების კორექტირება ვიდრე სათითაო ობიექტების ცვლილება.

გახსოვდეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ბლოკები მძლავრი ინსტრუმენტებია. CAD ხაზვის ნებისმიერ დისციპლინაში თქვენ გამოიყენებთ ბლოკებს.

Top of the Page გაკვეთილის დასაწყისში დაბრუნება

გაკვეთილის კითხვარი

შემდეგი გაკვეთილი: 2-6>>

<< წინამორბედი გაკვეთილი: 2-4


   
     
 
უარყოფა
კონფიდენციალობა
ძებნა
რეზიუმე
ე-ფოსტა
   
 

საიტის მფლობელი და ოპერატორი არის არტ ვიტონი, ლას-ვეგასი, ნევადა

ბოლოს განახლდა: PST
   
     

Valid HTML 4.01!