myCADsite Logo
მოგესალმებით ჩემიCADგვერდი.com-ზე
აქ თქვენ იპოვით რამდენიმე სასარგებლო რჩევასა და სახელმძღვანელოს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ CAD სამუშაოში.
   
 
 
დასაწყისი
სახელმძღვანელოები
ჩამოტვირთვები
სტატისტიკა
ბმულები
ნიმუშები
სტუმართა წიგნი
სხვა
   
     
 

გაკვეთილი 2-4

გაკვეთილი 2-1

პროექტის დაგეგმვა

გაკვეთილი 2-2

მასშტაბირება და პანორამირება

გაკვეთილი 2-3

ტექსტის ფორმატირება

გაკვეთილი 2-4

ფორმატის სანიშნეები (მოდელირებისა და ფურცლის სივრცეები)

გაკვეთილი 2-5

ბლოკები

გაკვეთილი 2-6

ატრიბუტები

გაკვეთილი 2-7

პოლიხაზები

გაკვეთილი 2-8

დაშტრიხვა


შენიშვნები:

ავტოკადის ბრძანებათა ზოლი არის ლურჯი Courier ფონტით. მნიშვნელოვანი საკითხები მონიშნულია წითლად და მათ შეიძლება მიმაგრებული ჰქონდეთ ჰიპერბმულები. More Info პიქტოგრამაზე დაკლიკებით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.


ამ გაკვეთილში განხილული თემები:

დასაბეჭდი ფორმატის მოწყობა და ორგანიზება


ფორმატის სანიშნეები (Layout Tabs)- ფურცლის (Paper space) და მოდელის (Model space) სივრცე

პირველ დონეში თქვენ ამობეჭდეთ თქვენი პროექტი 'მოდელის სივრციდან'. ეს გაკვეთილი კი გიჩვენებთ ამობეჭდვის უკეთეს გზას. ავტოკადში არის ორი განსხვავებული სამუშაო სივრცე: მოდელის სივრცე და ფორმატის/ფურცლის სივრცე.  მოდელის სივრცე არის მოდელის შექმნის, ნახაზის კეთების ადგილი, ხოლო ფურცლის სანიშნეები ეს არის ადგილი, საიდანაც თქვენ დაბეჭდავთ ნახაზს ანუ გამოიტანთ ფურცელზე.  საკითხის უფრო თვალნათლივ გასაგებად იხილეთ ქვემოთ მოყვანილი სურათები

შენიშვნები ამ გაკვეთილში მოყვანილ ტერმინოლოგიაზე:
ავტოკად R14-ის შემდეგ, ტერმინი "ფურცლის სივრცე" (Paper Space) შეიცვალა 'ფორმატით' (Layout). ეს ტერმინები ერთმანეთის ექვივალენტურნი არიან. ავტოკად 2000-მა მოგვცა სხვა მრავალი გაუმჯობესება მის ფუნქციონალურობაში. ახლა თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ რამოდენიმე ფორმატი, დაასათაუროთ ისინი, თანამიმდევრობა უცვალოთ მათ და ა.შ.

რა არის ფორმატი?
ფორმატი არის ფურცელი, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დასაბეჭდად მოაწყოთ  ნახაზი და ამოიღოთ იგი პრინტერზე. ქვემოთ მოცემულია მარტივად გაფორმებული ფორმატის მაგალითი.

Viewport Sample

ნაჩვენები სართულის გეგმა და განზომილებები დახაზულია მოდელის სივრცეში 1:1 მაშტაბში.

სატიტულო ბლოკი და ხედის ფანჯარა (viewport) შექმნილია ფორმატის სანიშნეში/ ფურცლის სივრცეში 1:1 მასშტაბში. სატიტულო ბლოკი 8-1/2 x 11 ინჩია.

ხედის ფანჯარა (viewport) არის ფანჯარა "მოდელის სივრცეში". ქვემოთ მოყვანილ სურათში ხედის ფანჯარას წარმოადგენს შავი ოთხკუთხედი, რომელშიც გამოსახულია მისი შემცველობა. ხედის ფანჯრის შემცველობა  მასში ისეა მასშტაბირებული, რომ ყველაფერი ზუსტად მოთავსდეს ფანჯრის ზღვრებში ან მოთავსდეს სპეციალური მასშტაბით (მაგ.: 1:1)

ფორმატის სანიშნიდან დასაბეჭდი ფორმატის მაგალითი.

Viewport Visual Example

ეს სქემატური სურათი გვიჩვენებს მოდელის სივრცესა და ფორმატს შორის დამოკიდებულებას.

წარმოიდგინეთ, რომ ფურცლის სივრცე მოთავსებულია მოდელის სივრცის 'მაღლა'.  მოდელის სივრცის ფურცლის სივრციდან გამჭოლად დასანახად საჭიროა შევქმნათ ხედის ფანჯარა (MV ბრძანებით). მოცემულიდან გამომდინარე წარმოიდგინეთ ხედის ფანჯარა, როგორც ნამდვილი ფანჯარა.

ხედის ფანჯრის შექმნისთანავე მასში გამოჩნდება მთელი ნახაზი მის ზღვრებში. თქვენ შეძლებთ მოდელის სივრცეში დახაზული ობიექტების დანახვას, მაგრამ ვერ 'შეეხებით' ვერაფერს.

მოდელის სივრცეში ობიექტების შესაცვლელად ფურცლის სივრციდან უნდა შეხვიდეთ ხედის ფანჯარაში  MS <ENTER>-ის დაბეჭდვით. ეს მოქმედება 'გახსნის ფანჯარას', ხოლო ამ 'ფანჯრის დასახურად' ჩაბეჭდეთ PS <ENTER>. More Info

ალბათ გაინტერესებთ, რატომ არ არის სასურველი მოდელის სივრციდან ნახაზის ამობეჭდვა. რა თქმა უნდა შესაძლოა ამის გაკეთება და ბევრი ასეც იქცევა, მაგრამ ფურცლის სივრციდან ბეჭდვას აქვს თავისი უპირატესობები: შეგიძლიათ შექმნათ მრავალი ფორმატი ერთი ნახაზისგან, აგრეთვე შესაძლებელია თქვენი გეომეტრიის დეტალური ხედების გაკეთება ცალკე მასშტაბირებისა და კოპირებების გარეშე. ეს ფუნქციები რადიკალურად შეიცვალა ავტოკად 2000-ში და უფრო უნივერსალური გახდა. თქვენ გაქვთ რამოდენიმე სანიშნე, რათა ორგანიზება გაუკეთოთ დასაბეჭდ ფორმატებს. დაიმახსოვრეთ, რომ ნახაზის ამოსაბეჭდად გამოიყენოთ ფორმატის სივრცე.

სივრცეებს შორის გადასართავად შეგიძლიათ აირჩიოთ ან რომელიმე ფორმატის სანიშნე, ან მოდელის სანიშნე. ფურცლის სივრცეზე გადასასვლელად შეგიძლიათ აგრეთვე შეიტანოთ ბრძანება TILEMODE და დააყენოთ ის 0-ზე, მოდელის სივრცეზე გადასასვლელად კი 1–ზე. ამ მოქმედების შემდეგ შეამჩნევთ, რომ დაბლა მარცხენა კუთხეში UCS პიქტოგრამა შეიცვლება სამკუთხა პიქტოგრამით. ეს ახალი პიქტოგრამა ადასტურებს ფურცლის სივრცეში ყოფნას.

მოდელის სივრცის UCS პიქტოგრამა >>

UCS Icon

ფორმატის სანიშნის (ფურცლის სივრცე) UCS პიქტოგრამა >>

Paper Space Icon

ფურცლის სივრცეში ყოფნისას თქვენ შეგიძლიათ დახაზოთ ან შემოიტანოთ სატიტულო ბლოკი. ფურცლის სივრცეში თქვენ ხაზავთ 1:1 მასშტაბში.

დაიწყეთ ეს მაგალითი სატიტულო ბლოკის დახაზვით (ნიმუში) სანიშნეში 'Layout 1'. დახაზეთ იგი 1:1 მასშტაბში.

როდესაც თქვენი სატიტულო ბლოკი დახაზულია შეგიძლიათ შექმნათ მოძრავი ხედის ფანჯარა More Info. ეს არის მოდელის სივრცეში გამავალი 'ფანჯარა'. ხედის ფანჯრის შესაქმნელად ჩაბეჭდეთ  MV და აირჩიეთ ორი წერტილი, როგორც ოთხკუთხედის ხაზვისას. ამ მოქმედების შესრულებისას გამოიყენეთ სატიტულო ბლოკის, რაც შეიძლება მეტი სივრცე.

ხედის ფანჯრის შექმნისთანავე დაინახავთ ყველაფერს, რაც დახაზეთ მოდელის სივრცეში. შემდეგ აკურატული ბეჭდვისთვის უნდა შეირჩეს საჭირო მასშტაბი.

მასშტაბის შესარჩევათ 'შედიხართ' ხედის ფანჯარაში MS–ის ჩაბეჭდვით ან ვაჭერთ PAPER ღილაკს სტატუსის პანელში. ავტოკადის ახალ ვერსიებში ხედის ფანჯარაში მოხვედრა შეიძლება მასზე ორჯერ დაკლიკებითაც. მოდელის სივრცეში შესვლისთანავე ხედის ფანჯრის დაბლა მარცხენა კუთხეში შეამჩნევთ ნაცნობ WCS პიქტოგრამას. თუ გაქვთ რამოდენიმე ხედის ფანჯარა ჩააკლიკეთ მასში ან აკრიბეთ CTRL+R რომ იმოძრაოთ მათ შორის. ხედის ფანჯრის მასშტაბირებისთვის იყენებთ  ZOOM ბრძანებას. ჩაბეჭდეთ Z <ENTER>

ავტოკადს ხედის ფანჯრის სასურველ მასშტაბს აგებინებთ ბრძანებათა ზოლში.

ბეჭდვის მასშტაბი

შეტანის ხერხი:

¼" = 1'

1/48XP

¾" = 1'

3/48XP

½" = 1'

1/24XP

ზემოთ მოყვანილი ცხრილი გიჩვენებთ რამოდენიმე მასშტაბის ნიმუშს. მაგალითად ¼" = 1' აღების შემთხვევაში: დასაწყისში გახსოვდეთ რომ 1'=12". თუ ჯვარედინად გადაამრავლებთ 12-ს 4-ზე მიიღებთ 48-ს, აქედან გამომდინარე კი მასშტაბი იქნება 1:48 თანაფარდობით ან სხვაგვარად თქვენი მოდელი იქნება ფურცელთან მიმართებით ნამდვილი ზომის 1/48. ავტოკადმა, რომ გაუკეთოს მასშტაბირება ხედის ფანჯარას, თქვენ უნდა ჩაბეჭდოთ 1/48XP რაც ნიშნას: 1/48-ით (X) შეფარდებას ფურცლის სივრცესთან (P).

ცოტა გაანგარიშებებია საჭირო იმის გასარკვევათ თუ რა მასშტაბი გჭირდებათ. შეგიძლიათ გაარკვიოთ ნახაზის ზღვრების ზომა და შემდეგ ნახოთ თუ რა არის თქვენი ხედის ფანჯრის ზომა. აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერ ცდის მეთოდი, რომ ნახოთ, როგორ მოთავსდება ნახაზი თქვენს ხედის ფანჯარაში. ამ მეთოდით შეიძლება უფრო სწრაფად იმოქმედოთ ვიდრე კალკულაციებით.

ქვემოთ შეჯამებულია ფურცლის სივრცის ფორმატების გამოყენების ძირითადი საკითხები:

  1. დაასრულეთ თქვენი ხაზვა (განზომილებებით) მოდელის სივრცეში.

  2. გადადით ფურცლის სივრცეში. TILEMODE 0-ზე ან დააკლიკეთ ფორმატის სანიშნეზე.

  3. დაამატეთ სატიტულო ბლოკი.

  4. შექმენით ხედის ფანჯარა MVIEW (MV)  ბრძანების გამოყენებით.

  5. შედით ხედის ფანჯარაში MS-ით ან მასში ორჯერ დაკლიკებით.

  6. გააკეთეთ სპეციფიური თანაფარდობის მასშტაბირება შემდეგი სახით: Z <ENTER> ___/___XP <ENTER>

  7. გამოდით ხედის ფანჯრიდან PS-ის ჩაბეჭდვით და დაუბრუნდით ფურცლის სივრცეს.

კარგად უნდა დაიმახსოვროთ, რომ გამოიყენოთ ფურცლის სივრცე მხოლოდ დასაბეჭდად. არ მოახდინოთ თქვენი მოდელის მოდიფიცირება ფურცლის სივრციდან. ნებისმიერი რედაქტირებისთვის დაუბრუნდით ნამდვილ მოდელის სივრცეს. არ დახაზოთ ხოლმე ნახაზის შემადგენელი ობიექტები ფორმატზე.

ამ პრინციპებზე სავარჯიშოდ გახსენით თქვენს მიერ  გაკვეთილ 2-1–ში შესრულებული რომელიმე ნახაზი.

გადადით ფურცლის სივრცეში. დახაზეთ ან შემოიტანეთ სატიტულო ბლოკი. More Info თუ არ გაგაჩნიათ იგი, მაშინ შეგიძლიან მონახოთ კარგი 11x17 (B ზომის) სატიტულო ბლოკი თქვენს ავტოკადის საქაღალდეში (ფაილის სახელი: ANSI_B.DWG). შემოიტანეთ იგი და შემდეგ შექმენით ხედის ფანჯარა. შედით მასში და გაუკეთეთ მასშტაბირება ზემოთ მოყვანილი მეთოდით. დაუბრუნდით ფურცლის სივრცეს და ამობეჭდეთ ნახაზი შემდეგი პარამეტრებით: EXTENTS / SCALE: 1=1.

10 დახმარება ხედის ფანჯრებზე:

  1. ახალი ფორმატის სანიშნე შეგიძლიათ შექმნათ არსებულ სანიშნეზე მარჯვენა კლიკით და New Layout-ის არჩევით.

  2. სანიშნეს შეგიძლიათ სახელი გამუცვალოთ მასზე მარჯვენა კლიკით და Rename-ის არჩევით.

  3. შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ფორმის ხედის ფანჯრები ჯერ სასურველი ობიექტის შექმნით და შემდეგ MV ბრძანებაში Object ოფციის გამოყენებით.

  4. შესაძლოა განზომილებების დატანა ფორმატში. ეს ძალიან მოსახერხებელია ავტოკად 2005-ში. თქვენი განზომილების მასშტაბი (dimscale) არის 1 და ყველა თქვენი განზომილება მუდმივია. მოშინჯეთ ეს რაიმე ნახაზზე. ავტოკადი მაშტაბირებას გაუკეთებს განზომილებას ხედის ფანჯარაში მყოფ ობიექტის ზომაზე.

  5. შეგიძლიათ ხედის ფანჯრის ზომების შეცვლა სტანდარტული მოდიფიცირების ბრძანებებით და დამჭერებით.

  6. დადეთ ხედის ფანჯრები DEFPOINTS ფენაზე (განზომილებების მიერ შექმნილი ფენა) და ისინი არ დაიბეჭდებიან.

  7. ხედის ფანჯრის მასშტაბის ფაქტორის სწრაფად გასაგებად გამოიყენეთ LIST ბრძანება.

  8. შეგიძლიათ დაკეტოთ და გახსნათ ხედის ფანჯრები MV > L ოპციით.

  9. შეგიძლიათ გაყინოთ (გამორთოთ) ფენები ნებისმიერ ხედის ფანჯარაში.

  10. უკვე შესაძლოა რომ თქვენი 3D ობიექტის ხედის ფანჯრები დაიბეჭდოს კარკასულ (wireframe), ფარული ხაზების (hidden line) და ტონირებულ ხედებში (rendered views)!

Rendered Viewports

Top of the Page გაკვეთილის დასაწყისში დაბრუნება

გაკვეთილის კითხვარი

შემდეგი გაკვეთილი: 2-5>>

<< წინამორბედი გაკვეთილი: 2-3


   
     
 
უარყოფა
კონფიდენციალობა
ძებნა
რეზიუმე
ე-ფოსტა
   
 

საიტის მფლობელი და ოპერატორი არის არტ ვიტონი, ლას-ვეგასი, ნევადა

ბოლოს განახლდა: PST
   
     

Valid HTML 4.01!