ტექსტის ფორმატირება
ტექსტის ფორმატირებისთვის ავტოკადში
უნდა შექმნათ ახალი ტექსტის სტილი ყოველი განსხვავებული
ტექსტის შრიფტისთვის.
დასაწყისში ავტოკადი ტვირთავს txt
შრიფტს, ვინაიდან მისი ეკრანზე ჩვენება უფრო მარტივია.
სამწუხაროდ ის ძალზედ 'მახინჯი' შრიფტია. ქვემოთ მოყვანილია
TXT შრიფტის მაგალითი, რომელიც შედარებულია 'სტანდარტულ'
რომანულ (ROMANS) შრიფტთან. დააკვირდით O-ს. TXT შრიფტში ის არ
არის მრგვალი.

ძალზედ მარტივია ჩატვირთოთ ახალი სტილი მთელი თქვენი ტექსტისთვის. აი, როგორ:
გამოიყენეთ ჩამოსაშლელი მენიუ Format > Text, ან დაბეჭდეთ
ST და გამოჩნდება ეს დიალოგური
ფანჯარა.

დააკლიკეთ შრიფტის სახელის (Font Name)
რედაქტირების ფანჯარას და აირჩიეთ "romans.shx"
თქვენი ახალი ტექსტის სტილად. ეს სტილი იქნება გამოყენებული
მთელი ტექსტისა და განზომილებებისთვის შემდეგ დავალებაში.
ეს არის ზოგადი, სუფთა შრიფტი, რომელიც ავტოკადს სწრაფად შეუძლია
აჩვენოს ეკრანზე.
სხვა რეგულირებები არ არის საჭირო. თუ
თქვენ დანამდვილებით არ იცით რას აკეთებთ,
მნიშვნელოვანია, რომ არ შეცვალოთ სიმაღლე
(Height) მოცემულ დიალოგურ ფანჯარაში. თუ თქვენ მაინც შეცვლით სიმაღლეს,
ავტოკადს არ ექნება შესაძლებლობა მოახდინოს ტექსტის
მასშტაბირება განზომილებებსა
და სიტყვებში, ვინაიდან იგი ფიქსირებული ხდება.
ახალი ტექსტის სტილის შექმნა
უფრო კომპლექსური ნახაზების დაწყებისთანავე
აუცილებლად დაგჭირდებათ ერთზე მეტი ტექსტის სტილი.
მაგალითად: შენიშვნებისთვის, ცხრილებისთვის, ცხრილის
სათაურისთვის, შტამპისთვის და ა.შ.
ახალი ტექსტის სტილის შესაქმნელად დიალოგურ
ფანჯარაში დააჭირეთ New ღილაკს. ჩაბეჭდეთ ტექსტის
სტილის სახელი და დააჭირეთ OK-ს.

ტექსტის სტილის (Text Style)
დიალოგურ ფანჯარას, როგორც ზემოთაა ნაჩვენები, ახალი
სახელი ექნება სტილის სახელის (Style Name) მინდორში. ახალი
სტილისთვის აირჩიეთ RomanD.shx შრიფტი.
ტექსტის დამატებისას ნახაზში
გექნებათ 2 ტექსტის სტილის არჩევანი. იხილეთ ბრძანებათა ზოლი,
რომ გაიგოთ, თუ როდის გადახვიდეთ ერთი სტილიდან მეორეზე.
Command:
text <ENTER>
Current text style: "Standard" Text height: 3.5090
Specify start point of text or [Justify/Style]: S
<ENTER>
Enter style name or [?] <Standard>: BOLD <ENTER>
Current text style: "BOLD" Text height: 3.5090
Specify start point of text or [Justify/Style]:
<აირჩიეთ წერტილი>
Specify height <3.5090>: 1 <ENTER>
Specify rotation angle of text <0>: <ENTER>
Enter text: ROMAN "D" <ENTER>
Enter text: <ENTER>
არსებობს ტექსტის შეყვანის რამოდენიმე გზა. ეს მაგალითი მოგცემთ ზოგად წარმოდგენას
ტექსტის ხაზვაზე. ამ ორი განსხვავებული ტექსტის სტილის
გამოყენების შემდეგ თქვენ გექნებათ დაახლოებით შემდეგი სურათი:
ავტოკადის ბოლო ვერსიებში არსებობს უფრო ადვილი მეთოდები
არსებული ტექსტის სტილის ახალ სტილზე შესაცვლელად. ჯერ ირჩევთ
ტექსტს, შემდეგ მიდიხართ ტექსტის სტილის მენიუსთან (ჩვეულებრივ
პირდაპირ ეკრანის მაღლა) და ჩამოსავარდნი სიიდან (ქვემოთ)
აირჩევთ სასურველ სტილს, რის შემდეგაც ტექსტი ავტომატურად
შეიცვლება.

სუფთა ტექსტი
მნიშვნელოვანია ნებისმიერ CAD ნახაზში. ივარჯიშეთ ტექსტის
სტილებთან, სანამ კომფორტულად არ იქნებით საკითხთან.
შენიშვნა: ავტოკადი
იყენებს ორი ტიპის შრიფტებს: ნამდვილი ტიპის (true-type) და 'SHX'
ვექტორულ შრიფტებს. ნამდვილი ტიპის შრიფტები აისახებიან პატარა
სიმბოლოთი შრიფტის დასახელების გვერდში. წესით თქვენ
გამოიყენებთ
SHX შრიფტებს უფრო ხშირად, ვინაიდან ავტოკადი მათ უფრო სწრაფად
დახაზავს.
ავტოკადის ბოლო ვერსიები უმკლავდებიან ნამდვილი ტიპის შრიფტებს
უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე, მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ შეანელონ
თქვენი ეკრანის სიჩქარე. სხვა შემთხვევაა, როდესაც თქვენ ახდენთ
ნახაზების მიმოცვლას სხვა მომხმარებლებთან, მათ კი შესაძლოა არ
ჰქონდეთ ინსტალირებული იგივე შრიფტები, რამაც შესაძლოა
გაართულოს ტექსტების ფორმატირება. |