მასშტაბირება და პანორამირება
ამ გაკვეთილამდე თქვენ სწავლობდით მხოლოდ ნახაზის მოწყობას,
ეს გაკვეთილი კი იქნება მაჩვენებელი, თუ როგორ დაათვალიეროთ თქვენი ნახაზი.
ისეთ მარტივ დავალებებში, რომლებიც
პირველ დონეში შეასრულეთ, არ იყო დიდი საჭიროება მასშტაბირებაში. რაც უფრო კომპლექსური
ხდება თქვენი ნახაზი, უფრო მეტად უნდა დახელოვნდეთ მასშტაბირების
კონტროლში. მასშტაბირებასა და პანორამირებაში დახელოვნების
შემდეგ უფრო პროდუქტიული იქნება ხაზვა.
ეფექტურ მასშტაბირებას შეუძლია საოცრად დააჩქაროს თქვენი ხაზვა
მხოლოდ ერთმა ბრაძანებამ შესაძლოა საშუალება მოგცეთ თავისუფლად იმოძრაოთ თქვენი ნახაზის ირგვლივ.
ეს არის მასშტაბირების (ZOOM) ბრძანება.
ასევე საინტერესო ბრძანებაა პანორამირება
(PAN). ეს ორივე ბრძანება, თუ პატარა მანძილზე არ გსურთ გადაადგილება, უფრო სწრაფი და
ეფექტური გამოსაყენებელია, ვიდრე ფანჯრის გვერდზე მოთავსებული სამოძრაო პანელები.
დაიწყეთ მასშტაბირების ბრძანება Z
<ENTER>-ის დაბეჭდვით. ბრძანებათა ზოლში დაინახავთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტს:
Command: z <ENTER> მასშტაბირება Specify corner of window, enter a scale factor (nX or
nXP), or [All/Center/Dynamic/Extents/Previous/Scale/Window/Object]
<real time>:
გახსოვდეთ, რომ რაიმე ოფციის გამოსაძახებლად საკმარისია თქვენი სურვილით ბრძანებათა ზოლში აკრიბოთ
ასომთავრული ასო. მაგ.: E <ENTER>-ის აკრებით იძახებთ "ხაზვის ზღვრების
მასშტაბირებას" ("zoom extents").
საწყისად დაყენებულია "რეალურ დროში მასშტაბირება" ("Realtime"), რომელსაც იძახებთ პირდაპირ
<ENTER>-ზე დაჭერით. ქვემოთ ერთამანეთის მიმდევრობით მოყვანილია თქვენთვის ხელმისაწვდომი ოფციები.
|
ბრძანების ოფცია |
პიქტოგრამა |
აღწერა |
|
ყველაფრის მასშტაბირება |
|
იმის
მიხედვით, თუ რომელი უფრო დიდია: ხაზვის ლიმიტები
(drawing limits) თუ ხაზვის ზღვრები (drawing
extents), ავტოკადში ეს ოფცია იწვევს მთლიანი ნახაზის დანახვას. |
|
ცენტრის მასშტაბირება |
|
ეს ოფცია მოითხოვს ორ რამეს: წერტილს, რომელიც იქნება ახალი ეკრანის
ცენტრი
და იმ მნიშვნელობას (ხაზვის ერთეულებში), რომელიც იქნება მისი ახალი
სიმაღლე. არსებული სიმაღლე არის საწყისი ახალი სიმაღლისთვის, რომლიდანაც შეიძლება
მთელი ნახაზის პანორამირება. თუ ახალი სიმაღლის მნიშვნელობას მოსდევს "X" (მაგ.:. 2x),
მაშინ იგი აიღება, როგორც ზრდის ფაქტორი მიმდინარე
სიმაღლესთან შედარებით; თუკი მოსდევს "XP",
მაშინ აიღება, როგორც მასშტაბის ფაქტორი ფურცლის სივრცესთან მიმართებით და შეიძლება გამოყენებულ
იქნას ფურცლის სივრცის ხედის ფანჯრების მასშტაბირებისთვის. |
|
დინამიური მასშტაბირება |
|
მასშტაბირების ეს ოფცია ძალიან გამოგადგებთ, თუ მას სწორად გაიაზრებთ.
ის უზრუნველყოფს ძალიან სწრაფ მოძრაობას ნახაზის ირგვლივ. ოფციის არჩევის შემდეგ იგი
გამოხაზავს ეკრანის გრაფიკულ სივრცეს და გვიჩვენებს ორ ოთხკუთხედს. დიდი ოთხკუთხედი
აჩვენებს მიმდინარე ნახაზის ზღვრებს. პატარა ოთხკუთხედი კი გიჩვენებთ მიმდინარე ხედს
"X"-ით შუაში, რომელიც მოძრაობს მაუსთან ერთად. ეს ხედის ოთხკუთხედი უნდა
განთავსდეს ისე, რომ მისი დაბალი მარცხენა კუთხე მოთავსდეს სასურველი ხედის დაბლა მარცხენა კუთხეში.
მაუსის მარცხენა კლავიშზე დაკლიკებით "X" იცვლება ">"-ით, რომელიც მიუთითებს
ხედის ოთხკუთხედის მარჯვენა მხარეს. ეს კი გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ გადიდება-დაპატარავება.
მაუსის მოძრაობით ხედის ოთხკუთხედი იკუმშება და ფართოვდება სასურველ ხედამდე. მარცხენა
ღილაკით შეიძლება ცვალოთ ერთმანეთში პანორამირების (PAN) "X" და მასშტაბირების (ZOOM) ">"
რეჟიმები სასურველი ხედის მიღწევამდე. როდესაც
საჭირო ხედი შეირჩევა, დააჭირეთ <ENTER>-ს
ან დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, რომ ავტოკადმა გამოიყვანოს
ეკრანზე სასურველი ხედი.
|
|
Zoom Extents ხაზვის ზღვრების მასშტაბირება
|
|
ეს ოფცია გამოიყვანს ეკრანზე ყველა გრაფიკულ ობიექტს, რომელსაც კი
შეიცავს ნახაზი. |
|
Zoom Previous წინამორბედის მასშტაბირება
|
|
ამ ოფციით აღადგენთ მიმდინარე ხედამდე მყოფ ხედს.
ამ ოპციით შეიძლება წინამორბედი 10 ხედის დაბრუნება. |
|
Zoom Scale შკალის მასშტაბირება
|
|
ეს "ფარული" ოფციაა,
რომლის გამოსაძახებლად აუცილებელი არაა "S"-ის
აკრეფა. იგი მხოლოდ ზრდა-დაპატარავების
ფაქტორის რიცხვობრივი მნიშვნელობის მითითებას
მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ ფაქტორი
მოქმედებს მთლიან ნახაზზე (რომელიც განსაზღვრულია ხაზვის ლიმიტებით).
ერთზე ნაკლები მნიშვნელობა შეამცირებს ნახაზის ხედის ზომას, ხოლო
ერთზე
მეტი მნიშვნელობის რიცხვები კი გაზრდიან მას. თუ "X"-ს მოათავსებთ რიცხვის შემდეგ(მაგ.: 0.8x),
მაშინ ეს ფაქტორი იმოქმედებს მიმდინარე ხედზე. თუკი "XP" იქნება მითითებული მასშტაბის
ფაქტორის შემდეგ, მაშინ ხედი მასშტაბირდება ფურცლის სივრცესთან მიმართებით.
ეს ძალზედ მოსახერხებელია ფურცლის სივრცეში ხედის
ფანჯრის მასშტაბირებისთვის სპეციფიურ მასშტაბში.
მაგალითად, "1/48XP" წარმოქმნის მოდელის
სივრცის ხედს ¼" = 1' მასშტაბში
ფურცლის სივრცესთან მიმართებით. |
|
Zoom Window მასშტაბირების ფანჯარა
|
|
ეს ოფცია (ასევე "ფარული") თხოვს მომხმარებელს
აირჩიოს მიმდინარე ხედზე ფანჯრის ორი კუთხე, რათა
გაზარდოს მითითებული სივრცე მთელ ეკრანზე. |
|
Zoom Realtime ცოცხალ დროში მასშტაბირება
|
|
<ENTER>-ის დაჭერა (მასშტაბირების
'zoom'-ის ბრძანების შემდეგ) ბრძანებათა ზოლში,
ავტომატურად გადაგიყვანთ მასშტაბირების ცოცხალ 'Realtime'
რეჟიმში. გეჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკზე ნახაზის
შუა წერტიში და ამოძრავეთ კურსორი ვერტიკალურად
მაღლა (დადებითი მიმართულებით) ფანჯრის ზედა
ნაწილისკენ, ეს მოქმედება გაზრდის ხედს
100%-ით (2x გადიდება). გეჭიროთ მაუსის
მარცხენა ღილაკი ნახაზის შუაში და გადაადგილეთ
კურსორი ვერტიკალურად დაბლა (უარყოფითი
მიმართულებით), ეს მოქმედება კი ამცირებს ხედს
100%-ით (.5x დაპატარავება).
ღილაკის თითის აშვებისთანავე
მასშტაბირება ჩერდება. თქვენ შეგიძლიათ აუშვათ ღილაკს
ხელი, გადაიტანოთ კურსორი სხვა ადგილზე და იქ ღილაკზე
დაჭერით განაგრძოთ მასშტაბირება იმ ადგილიდან.
მასშტაბირების ცოცხალი რეჟიმიდან გამოსვლას ვახდენთ <ENTER>-ის
ან
(ESC). |
ფრონტალური ხედის (Aerial View) ბრძანება: DSVIEWER
|
|
ფრონტალური ხედი არის
მასშტაბირების ინსტრუმენტი, რომელიც გვიჩვენებს
ნახაზის ხედს ცალკე ფანჯარაში, ასე რომ, თქვენ
შეგიძლიათ სწრაფად გადაადგილდეთ სასურველ
სივრცემდე. თუ თქვენ მუშაობის პროცესში დატოვებთ
ფრონტალური ხედის ფანჯარას ღიას, თქვენ შეძლებთ
მასშტაბირებას და პანორამირებას მენიუს ოფციის ან
ბრძანების შეტანის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ ხედის
შეცვლა ახალი ხედის ოთხკუთხედის შექმნით
ფრონტალური ხედის ფანჯარაში. ნახაზის გასადიდებლად
მარცხენა კლიკის გამოყენებით ხედის
ოთხკუთხედი გააკეთეთ პატარა, დასაპატარავებლად კი
შექმენით დიდი ხედის ოთხკუთხედი. ნახაზის
მასშტაბირების ცვლილებისას, მიმდინარე მასშტაბის
მდებარეობა რეალურ დროში გამოსახულია გრაფიკულ არეში.
სკრინშოტი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება ხედის
ოთხკუთხედი. ოთხკუთხედში მარჯვენა ღილაკის დაკლიკებით
თქვენ შეძლებთ გადაადგილოთ ოთხკუთხედი იქ, სადაც
მასშტაბირება გსურთ.
|
Zoom
Object
ობიექტის მასშტაბირება |
|
ამ ოფციაში მოგეთხოვებათ აირჩიოთ
ობიექტი ან ობიექტები და შემდეგ დააჭიროთ <ENTER>-ს,
რის შემდეგაც ეკრანი მასშტაბირდება მხოლოდ ამ
ობიექტებამდე. ეს საუკეთესო ვარიანტია ობიექტზე
მუშაობის დროს. |
|
Zoom In
დაახლოება |
|
ამ პიქტოგრამაზე დაკლიკება
მიაახლოებს ნახაზს დაახლოებით 50%-ით. ეს ოფცია
ხელმისაწვდომია მხოლოდ პიქტოგრამით და მას ვერ
გამოვიძახოთ ბრძანებათა ზოლიდან. |
| Zoom Out
დაშორება |
|
'დაახლოების' ანალოგიურად ეს
პიქტოგრამა დააშორებს თქვენ ნახაზს და საშუალებას
მოგცემთ დაინახოთ თქვენი სამუშაო სივრცის 50%-ით მეტი. |
|
მაუსის სკროლი |
|
თუ თქვენ მაუსს გააჩნია სკროლის
ბურთულა, მაშინ თქვენ საშუალება გაქვთ მისი
გამოყენებით დაახლოვოთ ან დააშოროთ თქვენი ნახაზი.
თქვენსკენ ბურთულას ტრიალისას დააშორებთ ნახაზს,
პირიქით კი მიაახლოებთ.
სისტემური ცვლადით 'Zoomfactor'
შესაძლებელია შეიცვალოს ის სიდიდე, რომლითაც ხდება
მასშტაბირება ბურთულის ტრიალისას.
|
|
|
პანორამირება |
|
პანორამირება საშუალებას
გაძლევთ ერთი მასშტაბის დროს სწრაფად იმოძრაოთ
თქვენი ნახაზის ირგვლივ. PAN-ის (ან
P-ს)
ჩაბეჭდვით და <ENTER>-ის დაჭერით ეკრანზე
გამოჩნდება ხელი. დააკლიკეთ მარცხენა ღილაკს და გეჭიროთ
მასზე, რომ იმოძრაოთ ნახაზის გარშემო.
|
როგორც ხედავთ საკმაოდ ბევრი ოფციაა. დასაწყისისთვის კი გირჩევდით ამ
სამთან კარგად გაცნობას.
გამოიყენეთ Zoom > Extents, როცა მოისურვებთ
ყველაფერი დახაზულის დანახვას. გამოიყენეთ Zoom > Window,
რომ მიუახლოვდეთ ერთ არეალს.
გამოიყენეთ Zoom > Previous, რომ დაუბრუნდეთ
საწყის მდგომარეობას.
მასშტაბირების ბრძანება აგრეთვე შეიძლება გამოძახებულ იქნას
გამჭვირვალედ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ მისი დაწყება
შეგიძლიათ რაიმე ბრძანების მიმდინარეობისას. მაგალითად: თუ
თქვენ ხართ წაკვეთის ბრძანების მიმდინარეობაში და გსურთ
უკეთ დაინახოთ ნახაზი, ჩაბეჭდეთ 'Z
(გაითვალისწინეთ აპოსტროფი) ბრძანებათა ზოლში და თქვენ შეძლებთ
მასშტაბირებას ყველა შესაძლო ოფციის გამოყენებით. დააჭირეთ <ENTER>-ს
ბრძანებაზე დასაბრუნებლად.
მარჯვენათი დაკლიკებას
მასშტაბირების ბრძანების მსვლელობისას გამოჰყავს მენიუ,
რომლიდანაც შეგიძლიათ გამოიძახოთ თითქმის ყველა მასშტაბირების
ოფცია.
დავალება: გახსენით ერთ–ერთი ნახაზი
და ივარჯიშეთ ამ ტექნიკის გამოყენებაში. ავტოკადში პროდუქტულად
სამუშაოდ საჭიროა, რომ კარგად ფლობდეთ მასშტაბირებას. |