პროექტის დაგეგმვა
ეს გაკვეთილი იქნება
პირველი დონის მიმოხილვა. თუ თქვენ მოახერხეთ პირველ დონეში განხილული ბრძანებების გაგება, ჩათვალეთ, რომ თქვენ გაიგეთ ავტოკადის ნებისმიერ ვერსიაში გამოყენებული თითქმის ყველა ძირითადი ბრძანება.
მოცემულ გაკვეთილში თქვენ დახაზავთ ოფისის სართულის გეგმას. მოყვანილია ორი სხვადასხვა გეგმა, რომლიდანაც დასახაზათ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის უფრო სასურველი.
პროექტების სანახავად დააკლიკეთ ქვემოთ მოყვანილ პიქტოგრამებს.
|
პროექტი> |
GIF სურათი |
ავტოკადის DWG ფაილი |
|
ვარიანტი # 1 - კომპიუტერების ოთახი |

|

|
|
ვარიანტი # 2 - ოფისის სივრცე (იმპერიული) |

|

|
ვარიანტი # 3 - ოფისის
სივრცე (მეტრული) |
 |
 |
თუ გსურთ, შეგიძლიათ შეასრულოთ სამივე პროექტი, რომლებიდანაც ვარიანტი #1 არის უმარტივესი და შეგიძლიათ
მისგან დაიწყოთ.
პირველ რიგში ხაზვის დაწყებამდე უნდა მოაწყოთ თქვენი ნახაზი. არის რამოდენიმე ძირითადი საფეხური, რომლებიც უნდა შეასრულოთ ავტოკადში ხაზვისთვის.
-
უნდა გქონდეთ ნახაზის დახაზვის
უნარი. დააკვირდით, არის თუ არა ნახზში ისეთი რაიმე, რომლის დახაზვასაც ვერ შეძლებთ.
აგრეთვე უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია ნახაზის დასამთავრებლად. ერთმა არ არსებულმა განზომილებამ შეიძლება მთელი ნახაზი ძალიან გაართულოს.
-
ნახეთ რა ერთეულებია გამოყენებული. არის არქიტექტურული, დეციმალური, სტანდარტული, მეტრული? ეს ინფორმაცია საჭიროა
ხაზვის ერთეულების დასაყენებლად.
-
რა ფართია საჭირო? თქვენ შესაძლოა გჭირდებოდეთ ხაზვის საწყისი ფართის (ანუ ლიმიტების) დაყენება.
-
დასაწყებად რამდენი ფენა დაგჭირდებათ? გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაამატოთ ან წაშალოთ ფენები.
-
როდესაც ყველა ეს ძირითადი ინფორმაცია გაქვთ, შეგიძლიათ დაიწყოთ. როგორც დააკვირდით არის რამოდენიმე საფეხური, რომელიც
უნდა გაიაროთ ხაზვის დაწყებამდე. მიეჩვიეთ ხაზვის სწორად დაწყებას და არ დაიმედდეთ, რომ თქვენ ყოველთვის შეძლებთ მის გამოსწორებას.
თუ თქვენ უკვე გაქვთ გამზადებული პროტოტიპი (ან შაბლონი) ნახაზი, მაშინ გამოიყენეთ იგი.
თუ თქვენ გჭირდებათ ასეთი ტიპის ნახაზის ხშირად კეთება შექმენით შაბლონი ნახაზი, როდესაც მორჩებით ყველა საჭირო
პარამეტრის დაყენებას. ამის გაკეთებას შეძლებთ ნახაზის DWT გაფართოებით შენახვით. ეს არის ავტოკადის შაბლონი
ფაილის სტანდარტული გაფართოება.
ავტოკადს თავადაც გააჩნია დიდი რაოდენობა შაბლონებისა,
რომელთა გამოყენებითაც შეგიძლიათ ხაზვის დაწყება. ეს შაბლონები იხილეთ ახალი ნახაზის
(New Drawing) დაწყების დიალოგურ ფანჯარაში.
როდესაც თქვენი ნახაზი მოწყობილია,
შეგიძლიათ ხაზვის დაწყებაც. დაიწყეთ ძირითადი კომპონენტებით.
გახსოვდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი სტრუქტურის აგებასავითაა. იწყებთ საფუძველიდან და ამატებთ დეტალებს. აგებთ ჯერ შიდა და მერე გარე კედლებს.
შემდეგ ამატებთ კარების ღიობებს, კარებებს, ფანჯრებს და ა.შ. ხოლო ამთავრებთ ინტერიერის მოწყობით. იყავით ფრთხილად ზომებთან, თორემ
დასაწყისში დაშვებული შეცდომა გამოიწვევს უდიდეს პრობლემებს ხაზვის მიმდინარეობისას.
ძირითადი წესი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ: დავიწყოთ ხაზვა იმით, რითიც დავიწყებდით შენებას. ეს ძირითადი მიდგომა
მოგცემთ მიმართულებას ნებისმიერი პროექტის შესასრულებლად ნებისმიერ დისციპლინაში.
ზემოთ მოცემული პირველი ორი პროექტი შესრულებულია იმპერიული, არქიტექტურული ერთეულიებით (მაგ: 3'-6"), ხოლო მესამე კი მეტრული ერთეულებით.
როგორც წინა გაკვეთილებში, დაიწყეთ ავტოკადში ახალი ნახაზი შემდეგნაირად:
File > New. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა, რომელიც გთხოვთ აირჩიოთ შაბლონი ნახაზი მომავალი ხაზვისთვის (როგორც მოყვანილია ქვემოთ):

შაბლონი ნახაზის მოსაწყობად გამოიყენეთ
პირველ დონეში მითითებული პროცედურები. ამას გარდა
დაგჭირდებათ ხაზვისთვის საჭირო ყველა იმ პარამეტრის
დაყენება, როგორიცაა: ფენები, ტექსტის სტილები,
განზომილების სტილები, ერთეულები, ფართი და შესაძლოა
სატიტულო ბლოკებიც. როცა
ეს ყველაფერი შესრულებულია, შეგიძლიათ დაიწყოთ ხაზვა.
იმპერიული ნახაზებისთვის (კომპიუტერების ოთახი და ოფისი):
acad.dwt შაბლონით დაიწყეთ ახალი ნახაზის კეთება.
ბრძანებათა ზოლში DDUNITS
აკრებით დააყენეთ სიგრძის ტიპი - "Length Type"
არქტიექტურულზე.
შემდეგ
DIMSCALE
დაბეჭდვით და 48 შეყვანით მიუთითებთ განზომილების სტილის მასშტაბს
(ამაზე უფრო დაწვრილებით მომდევნო გაკვეთილებში). ეს გაადიდებს განზომილებებს თქვენი ნახაზის შესატყვისად.
განზომილებების ტექსტის არქიტექტურულ ერთეულებში
წასაკითხად დაბეჭდეთ
DDIM და ფანჯარაში დააჭირეთ Modify...
ღილაკს. შემდეგ აირჩიეთ Primary Units
სანიშნე, რომელსაც ექნება ასეთი სახე:

შეცვალეთ ერთეულების ფორმატი
"Architectural"-ით, დააჭირეთ OK და შემდეგ დახურეთ დიალოგური ფანჯარა,
რათა დაუბრუნდეთ ხაზვის სივრცეს.
ახლა კი თუ გსურთ შეგიძლიათ შეინახოთ ეს
ფაილი შაბლონად (დეტალურად
ამ გაკვეთილში).
ოფისის მეტრული პროექტის მოწყობა:
გამოიყენება საფეხურები იგივე მიმდევრობით, როგორც მოყვანილია ზემოთ, მხოლოდ შემდეგი ცვლილებებით:
ახალი ნახაზისთვის გახსენით
acadiso შაბლონი (როგორც მოცემულია ზემოთ
მოყვანილ დიალოგურ ფანჯარაში).
ამ შემთხვევაში არ გჭირდებათ ერთეულების შეცვლა, შეცვალეთ მხოლოდ DIMSCALE 10-ზე.
საიდან დავიწყოთ:
ეს პროექტები დაიწყეთ გარეთა კედლებიდან.
მათ დასახაზად ჩვენ ძირითადად ვიყენებთ წანაცვლებისა და შემდეგ წაკვეთა/წაგრძელების მეთოდებს.
მაგალითად, როდესაც თქვენ ერთი კედელი უკვე დახაზეთ, შეგიძლიათ წაანაცვლოთ ეს კედელი შემდეგამდე და ა.შ. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მრავალი გზაც ამ პროექტების შესასრულებლად.
ძირითადი გეგმის დახაზვის და განზომილებების დატანის (გაკვეთილი 1-8) შემდეგ კომპიუტერების და სხვა აქსესუარების დამატებას შევასრულებთ მოგვიანებით ამ კურსში. |