myCADsite Logo
მოგესალმებით ჩემიCADგვერდი.com-ზე.
აქ თქვენ ნახავთ რამოდენიმე სასარგებლო გაკვეთილს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ CAD სამუშაოებში.
   
 
 
დასაწყისი
სახელმძღვანელოები
ჩამოტვირთვები
სტატისტიკა
ბმულები
ნიმუშები
სტუმართა წიგნი
სხვა
   
     
 

გაკვეთილი 1-9

გაკვეთილი 1-1

X-Y კოორდინატთა სისტემა, წერტილების შეტანა, ავტოკადის ეკრანი, ავტოკადის ძირითადი ტერმინოლოგია

გაკვეთილი 1-2

I დავალება - ხაზვა / მოდიფიცირების ბრძანებების შესავალი

გაკვეთილი 1-3

II დავალება - მოდიფიცირების დამატებითი ბრძანებები

გაკვეთილი 1-4

III დავალება - მონაცემთა ზუსტი შეტანა

გაკვეთილი 1-5

მონიშვნის ხერხები

გაკვეთილი 1-6

IV დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები

გაკვეთილი 1-7

V დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები

გაკვეთილი 1-8

VI დავალება - ფენები / განზომილებების დატანა / ტექსტი

გაკვეთილი 1-9

მანძილის პირდაპირი შეტანა და ობიექტის მიდევნება

გაკვეთილი 1-10

ობიექტების თვისებათა ცვლილება


შენიშვნები:

ავტოკადის ბრძანებათა ზოლი არის ლურჯი Courier შრიფტით. მნიშვნელოვანი საკითხები მონიშნულია წითლად და მათ შეიძლება მიმაგრებული ჰქონდეთ ჰიპერბმულები. More Info პიქტოგრამაზე დაკლიკებით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.


ამ გაკვეთილში განხილული თემები:

მანძილის პირდაპირი შეტანა - Direct Distance Entry (DDE)| პოლარული მიდევნება - Polar Tracking | ობიექტზე მიდევნება - Object Tracking


მანძილის პირდაპირი შეტანა

როგორც წინა გაკვეთილებში ითქვა, არსებობს მრავალი ხერხი, რომ რაიმე გავაკეთოთ ავტოკადში. მანძილების შესატანად თქვენ გაეცანით აბსოლუტურ, ფარდობით და პოლარულ კოორდინატებს. ახლა კი ნახავთ კიდევ ორ გზას, რათა მიუთითოთ ავტოკადს თქვენთვის სასურველი წერტილები.

არ დაგავიწყდეთ მონაცემთა ხელით შეტანის საფუძვლები

მანძილის პირდაპირი შეტანით ხდება ჩვეულებრივი გზით მონაცემთა შეტანის გვერდის ავლას და მხოლოდ მანძილის მითითებას.

ეს მეთოდი ძალიან მარტივია.

დარწმუნდით, რომ F8 ღილაკის დაჭერით გააქტიურებული გაქვთ ორთო მეთოდი (იზღუდებით მხოლოდ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზვით) და რომ სტატუსის ზოლში დაჭერილია "ORTHO" ღილაკზე ისევე, როგორც აქაა ნაჩვენები: Ortho is on. F8 ღილაკი რთავს და გამორთავს ორთოს.

ვთქვათ გსურთ დახაზოთ ხაზი წერტილიდან 10 ერთეულით მარჯვნივ .

დაიწყეთ Line ბრძანება და დააკლიკეთ ეკრანის ნებისმიერ ადგილზე, შემდეგ წაიღეთ კურსორი ამ წერტილიდან მარჯვნივ. თუ ორთო მეთოდი გააქტიურებულია, ხაზი მიემართება ზუსტად მარჯვნივ და არა რაიმე კუთხით დახრილი. ახლა ბრძანებათა ზოლში დაბეჭდეთ 10 და დააჭირეთ ENTER-ს. დააჭირეთ ისევ ENTER-ს, რათა გამოხვიდეთ ბრძანებიდან. თქვენ მიიღეთ 10 ერთეული სიგრძის ხაზი.

DDE

ეს ძალიან იოლი ხერხია ხაზის სეგმენტების ხაზვისთვის. მაგრამ თუ ორთო მეთოდი არ არის ჩართული, თქვენი ნახაზი ძალიან მალე აირევა და მისი გასწორება ძალიან გაგიძნელდებათ. მე მინახავს ბევრი სტუდენტი, რომლებმაც არ გაითვალისწინეს ეს მარტივი მიმდევრობა და ჩააგდეს პროექტი.

ხომ კარგი იქნებოდა რომ ასეთივე მეთოდით შესაძლებელი იყოს კუთხით დახრილი ხაზების დახაზვა? თქვენ ამის გაკეთებაც შეგიძლიათ, ოღონდ ჯერ რაღაცეები გაქვთ შესაცვლელი მითითებებში.

დაბეჭდეთ DSETTINGS (ENTER), რის შემდეგაც გამოვა ხაზვის მითითებების ფანჯარა:

Drafting Setting Dialog Box

აირჩიეთ პოლარული მიდევნების (Polar Tracking) სანიშნე, თუ იგი არჩეული არაა. შემდეგ დარწმუნდით, რომ პოლარული მიდევნება ჩართულია (დააჭირეთ F10 ღილაკს მისი ჩართვა-გამორთვისთვის) და აირჩიეთ სასურველი კუთხის მატება (Increment angle). More Info


პოლარული მიდევნება

ქვემოთ მოყვანილი ნახაზის სურათზე დახაზულია 1 ერთეული სიგრძის 4 ხაზი პოლარული მიდევნების გამოყენებით. სცადეთ, თუ მოახერხებთ იგივეს დუბლირებას 10 ერთეული სიგრძის ხაზის ბოლოზე, რომელიც ახლახანს შექმენით. აქ მეორდება იგივე პროცესი, რაც მანძილის პირდაპირი შეტანისას. დარწმუნდით, რომ კუთხის ნამატი 30°-ია.

Polar Tracking

შეუძლებელია ორთო და პოლარული მიდევნების ერთდროულად ჩართვა. რაც უფრო მოუხშირებთ ხაზვას, დარწმუნდებით, რომ ეს მეთოდები დროის ძალიან დიდი შემნახველები არიან.

დაუბრუნდით 1-2 გაკვეთილის დავალებას და დახაზეთ იგი ამ გაკვეთილში ნაჩვენები მეთოდით.

ახლა კი კიდევ ერთხელ გიმეორებთ :

დარწმუნდით, რომ ჩართული გაქვთ ორთო ან პოლარული მიდევნება და არ დაივიწყოთ, თუ როგორ შეიყვანოთ წერტილები ხელით!


ობიექტზე მიბმის მიდევნება

ახლა თქვენ ნახეთ, თუ როგორ იპოვოთ მანძილი წერტილებიდან და როგორ გაზომოთ ზუსტად, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ გსურთ იპოვოთ განსაზღვრული წერტილები ადრე დახაზულ ობიექტთან მიმართებით?! თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ობიექტზე მიბმები - Osnaps, მაგრამ ისინი ყოველთვის ვერ ნახულობენ საჭირო წერტილებს.

დავუშვთ, რომ გსურთ დახაზოთ წრე ოთხკუთხედის შუაში ისევე, როგორც ნახაზზეა:

Object Tracking Example

ადრე თქვენ იმოქმედებდით შემდეგნაირად: დახაზავდით ოთხკუთხედის კუთხეებიდან დიაგონალურ ხაზებს, რათა გეპოვათ ცენტრი და შემდეგ ამ ცენტრიდან დახაზავდით წრეს, რის შემდეგაც წაშლიდით დიაგონალურ ხაზებს.

ახლა კი თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ობიექტზე მიბმის მიდევნება - Object Snap Tracking. მისი საშუალებით იპოვით რაიმე ფარდობით წერტილებს და დახაზავთ მათთან მიმართებით. ამ დავალების შესასრულებლად ჩართეთ ობიექტის შუა წერტილებზე მიბმა.

დახაზეთ ოთხკუთხედი (RECTANGLE) 0,0-დან, 4,3-მდე.

სტატუსის ზოლში დააკვირდით, რომ ობიექტზე მიბმის მიდევნება Otrack Button და ობიექტზე მიბმების "OSNAP" ღილაკები დაჭერილია.

დაიწყეთ წრეწირის (CIRCLE) ბრძანება.

გაამოძრავეთ კურსორი ოთხკუთხედის ქვედა ხაზის შუა ნაწილთან. როდესაც თქვენ შეამჩნევთ მკრთალ წერტილოვან ვერტიკალურ ხაზს, გადაიტანეთ კურსორი ოთხკუთხედის მარჯვენა ვერტიკალური ხაზის შუაში. ამ მოქმედებების შემდეგ გადაიტანეთ კურსორი ოთხკუთხედის ცენტრისკენ. შეამჩნევთ 2 წერტილოვანი ხაზის გადაკვეთას. დაახლოებით ასეთს:

Object tracking Example

როგორც კი დაინახვთ ერთმანეთის გადამკვეთ ორივე ხაზს, შეგიძლიათ დააკლიკოთ და წრეწირის ცენტრი აღმოჩნდება ზუსტად ოთხკუთხედის ცენტრში. დახაზეთ 1" რადიუსის წრე.

ეს ძალზედ მარტივი მაგალითია, მაგრამ, რაც უფრო რთული ფორმების ხაზვას დაიწყებთ, მით უფრო გამოგადგებათ ეს ინსტრუმენტი. ობიექტზე მიდევნება მოქმედებს ნებისმიერ ჩართულ ობიექტზე მიბმასთან.

Return to the Top of the Pageგაკვეთილის დასაწყისში დაბრუნება

გაკვეთილის კითხვარი

შემდეგი გაკვეთილი 1-10 >>

<< წინამორბედი გაკვეთილი: 1-8



   
     
 
უარყოფა
კონფიდენციალობა
ძებნა
რეზიუმე
ე-ფოსტა
   
 

საიტის მფლობელი და ოპერატორი არის არტ ვიტონი, ლას-ვეგასი, ნევადა

ბოლოს განახლდა: PST
   
     

Valid HTML 4.01!