დამატებითი მოდიფიცირების ბრძანებები
ახლა მოვიდა დრო კიდევ რამოდენიმე ბრძანება შევისწავლოთ. როგორც აქამდე შესწავლილ ბრძანებებს, მათაც თქვენ რეგულარულად გამოიყენებთ.
ბრძანებები, რომლებსაც ამ გაკვეთილში შეისწავლით.
|
ბრძანება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
რეზულტატი |
|
ტრიალი |
Rotate
/ RO |

|
Modify > Rotate |
ატრიალებს ობიექტს განსაზღვრული კუთხით |
|
მომრგვალება |
Fillet
/ F |

|
Modify > Fillet |
ქმნის მრგვალ კუთხეს ორ ხაზს შორის |
|
მოკვეთა |
Chamfer
/ CHA |

|
Modify > Chamfer |
კვეთს რაიმე სიდიდის კუთხეს ორ ხაზს შორის |
|
წყობა |
Array
/ AR |

|
Modify > Array |
ქმნის არჩეული ობიექტის წყობას |
ამ გაკვეთილშიც მოგიწევთ აღადგინოთ ნახაზი, რომელსაც ქვია Assignment #5.
დააჭირეთ აქ, რომ ნახოთ ნახაზი GIF ფორმატში.
დააჭირეთ აქ, რომ ნახოთ DWG ფორმატში.
მიყევით ნაჩვენებ საფეხურებს ყურადღებით, ვინაიდან ეს ბრძანებები მოითხოვენ უფრო მეტ მონაცემთა შეტანას. ადევნეთ თვალი ბრძანებათა ზოლს. თქვენ მოგეთხოვებათ
ინფორმაციის შეტანა მთელი ბრძანების განმავლობაში.
ჩართეთ ავტოკადი და ჩატვირთეთ acad.dwt შაბლონი, როგორც ამას აკეთებდით სხვა გაკვეთილებში.
დაიწყეთ ნახაზი ჰორიზონტალური 10''X7'' ჩარჩოთი, რომლის ქვედა მარცხენა კუთხე არის 0,0-ზე.
დახაზეთ ოთხკუთხედი 1'' სიგანით და 3'' სიმაღლით, რომლის
ქვედა მარცხენა კუთხე არის .75,.75-ზე.
ახლა თქვენ უნდა დაატრიალოთ ეს ოთხკუთხედი 90°-ით საათის ისრის მიმართულებით.
დაიწყეთ ტრიალის ROTATE ბრძანება.
ავტოკადი გთხოვთ ობიექტის არჩევას. აირჩიეთ ოთხკუთხედის ყველა ნაწილი და დააჭირეთ ENTER-ს. ახლა უნდა მიუთითოთ 'საბაზისო წერტილი - base point'. იფიქრეთ ამ წერტილზე, როგორც
ბვუნვის ღერძზე, რომლის ირგვლივაც იბრუნებს ოთხკუთხედი. ამ მაგალითში უნდა აირჩიოთ
ქვედა მარჯვენა კუთხე (არ დაგავიწყდეთ Osnap-ის გამოყენება).
როდესაც ამ წერტილს აირჩევთ, ბრძანებათა ზოლი გიჩვენებთ rotation angle or [Reference]: ასე რომ, აკრიფეთ ის კუთხე, რომლითაც გინდათ ობიექტის დატრიალება. გაიხსენეთ, თუ როგორ ზომავს ავტოკადი კუთხეს.
თქვენი ოთხკუთხედის და დავალებაში მოყვანილი ოთხკუთხედის შემხედვარე ხვდებით, რომ თქვენ უნდა დაატრიალოთ ოთხკუთხედი საათის ისრის მიმართულებით ანუ -90 გრადუსით. შეიყვანეთ ციფრი და დააჭირეთ ENTER-ს.
Command:
RO <ENTER>
Current positive angle in UCS: ANGDIR=counterclockwise ANGBASE=0
Select
objects: <აირჩიეთ ოთხკუთხედი> 1
found
Select objects: <ENTER>
Specify base point: <აირჩიეთ ოთხკუთხედის მარჯვენა დაბალი კუთხე>
Specify rotation angle or [Reference]: -90 <ENTER>
თქვენ ახლა დაატრიალეთ ოთხკუთხედი -90 გრადუსით თავისი საწყისი მდებარეობიდან. სხვადასხვა ბაზისური წერტილის არჩევა სხვადასხვა შედეგებს მოგცემთ. დააბრუნეთ (Undo) ბოლო ბრძანება. სცადეთ ბაზისური წერტილის და კუთხეების სხვადასხვა კომბინაცია, რომ ნახოთ, თუ რა შედეგები მიიღება. როდესაც მორჩებით პრაქტიკას, დაუბრუნეთ ოთხკუთხედი წინა საფეხურის ბოლო მდებარეობას.
გააკეთეთ ოთხკუთხედის კოპიო (COPY) 2''-ით მაღლა საწყისი ოთხკუთხედიდან. (გახსოვდეთ ფარდობითი კოორდინატები).
ახლა თქვენ მოდიფიცირებას გაუკეთებთ მეორე ოთხკუთხედს ისე, რომ მას მომრგვალებული კუთხეები ჰქონდეს. დაიწყეთ FILLET ბრძანება. უყურეთ ბრძანებათა ზოლს, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:
Command: F <ENTER> მომრგვალება
Current settings: Mode = TRIM, Radius = 0.0000
Select first object or [Polyline/Radius/Trim/mUltiple]: დასაწყისში ავტოკადი გიჩვენებთ, თუ რა არის მომრგვალების რადიუსი (0.0000). ის იქნება ის მნიშვნელობა, რომელიც ბოლოს იქნა გამოყენებული. მისი ცვლილებისთანავე იგი შეინახება მეხსიერებაში. შემდეგი ხაზი გიჩვენებთ, თუ რა ოფციები გაქვთ ამ ბრძანებაში. გახსოვდეთ, რომ ყოველი ოფციის
ასომთავრული ასო ირჩევს მოცემულ ოფციას. ახლა თქვენ უნდა შეცვალოთ მომრგვალების რადიუსი .375-მდე. ამის გასაკეთებლად აკრიფეთ R ENTER.
როდესაც ამას შეასრულებთ, ავტოკადი მოგცემთ საშუალებას შეიყვანოთ ახალი მომრგვალების რადიუსი. ამ შემთხვევაში შეიყვანეთ .375 და დააჭირეთ ENTER-ს.
მომრგვალების მიმდინარე რადიუსი უკვე გაქვთ .375 (რაც გვინდოდა). საწყისი ოფციაა აირჩიეთ პირველი ობიექტი - Select
first object. აირჩიეთ მაღლა ოთხკუთხედის მარცხენა მხარე (დიახ, მთლიანი ოთხკუთხედი მოინიშნება, თუ თქვენ იგი, როგორც ოთხკუთხედი, ისე დახაზეთ). ახლა ავტოკადი გთხოვთ მონიშნოთ მეორე ობიექტი. აირჩიეთ ოთხკუთხედის ზედა ხაზი და ავტოკადი გააკეთებს გლუვ მრგვალ კუთხეს .375 რადიუსით. ავტოკადი ავტომატურად დაამთავრებს ბრძანებას ამ წერტილზე.
გაიმეორეთ FILLET ბრძანება , ვიდრე ისეთივე ნახაზს არ მიიღებთ, როგორიც ნუმუშშია.
დააკოპირეთ პირველი ოთხკუთხედი 4-1/2" წერტილზე მაღლა. ახლა უნდა გამოიყენოთ მოკვეთის ბრძანება, რათა გაუკეთოთ ოთხკუთხედს მახვილი კუთხეები.
დაიწყეთ მოკვეთის (CHAMFER) ბრძანება. უყურეთ ბრძანებათა ზოლს. იგი უნდა გამოიყურებოდეს ასე:
Command: CHA <ENTER> მოკვეთა
(TRIM mode) Current chamfer Dist1 = 0.0000, Dist2 = 0.0000
Select first line or [Polyline/Distance/Angle/Trim/Method]: D <ENTER>
Specify
first chamfer distance <0.5000>: .375 <ENTER>
Specify second chamfer distance <0.3750>: <ENTER>
Select first line or [Polyline/Distance/Angle/Trim/Method/mUltiple]: <აირჩიეთ ოთხკუთხედის ერთი მხარე>
მოკვეთა ძალიან ჰგავს მომრგვალების ბრძანებას. აქაც რამოდენიმე ოფცია გაქვთ. როგორც მომრგვალებაში, პირველად
საჭირო დისტანცია უნდა მივუთითოთ. ამისთვის აკრიფეთ D დისტანციის ოფციის ასარჩევად. ბრძანებათა ზოლს ასეთი სახე ექნება:
Specify
first chamfer distance <0.5000>: .375 ENTER
(როგორც თქვენი პირველი მანძილი) ბრძანებათა ზოლი შემდეგ გთხოვთ მეორე მანძილს. ავტოკადი ავტომატურად შეცვლის მეორე დისტანციის საწყის მანძილს, რომ იგი დაემთხვეს თქვენს მიერ შეტანილ მონაცემს.
Specify
second chamfer distance <0.3750>: (დააჭირეთ ENTER -ს, რომ პირდაპირ შეიტანოთ განახლებული მონაცემი)
შემდეგ ავტოკადი მოგთხოვთ Select
first line.
როგორც ავღნიშნეთ, მოკვეთა მუშაობს ისევე, როგორ მომრგვალების ბრძანება. აირჩიეთ
ზედა ოთხკუთხედის მარცხენა ხაზი (პრობლემა არაა, თუ მთლიანი ოთხკუთხედი მოინიშნა). როდესაც მოგეთხოვებათ Select
second line: აირჩიეთ ზედა ხაზი და შედეგად მიიღებთ შესანიშნავ მახვილ კუთხეს. გააკეთეთ იგივე დანარჩენი კუთხეებისთვის.
ახლა დააკვირდით დავალების ფურცელს და თქვენ ქვემოთ მარჯვენა მხარეს შენიშნავთ ექვსი ოთხკუთხედისგან შემდგარ ჯგუფს. თქვენ შეგიძლიათ ისინი ცალ-ცალკეც დახაზოთ, მაგრამ ავტოკადს გააჩნია ბრძანება, რომლის მეშვეობითაც თქვენ დახაზავთ ერთ ობიექტს და შემდეგ შექმნით დანარჩენებს.
დახაზეთ .5'' კვადრატი, რომლის მარცხენა ქვედა კუთხე არის 6,1.5-ზე (აბსოლუტური წერტილით)
დაიწეთ წყობის (ARRAY) ბრძანება. გამოჩნდება ქვემოთ მოცემული დიალოგური ფანჯარა:
როდესაც ხედავთ თქვენთვის ახალ დიალოგურ ფანჯარას, გირჩევთ, თავიდან ბოლომდე გაარკვიოთ რა არის საჭირო.
შემდეგი მაგალითი ამის კარგი დასტურია:
-
აირჩიეთ "ოთხკუთხა წყობის - Rectangular Array" რადიო-ღილაკი.
იგი დააწყობს ობიექტებს რიგი/სვეტი წყობით.
-
შემდეგ აირჩიეთ დასაწყობი ობიექტი ზედა მარჯვენა
მხარეს მყოფი ღილაკის გამოყენებით (ბოლოს დააჭირეთ ENTER-ს).
-
შეიტანეთ სვეტებისა და რიგების რაოდენობა.
-
შეიყვანეთ რიგების წანაცვლება. იგი არის
მანძილი საწყისი ოთხკუთხედის ქვედა მარცხენა კუთხიდან პირველი კოპიოს მარცხენა
ქვედა კუთხემდე.
-
შეიტანეთ სვეტების წანაცვლება.
-
დააჭირეთ წინასწარ დათვალიერების ღილაკს, რათა საბოლოო შედეგის მიღებამდე ნახოთ წყობა.

თუ წყობა დამაკმაყოფილებელია (შეადარეთ ნიმუშს), დააჭირეთ "Accept" ღილაკს. თუკი გსურთ რაიმეს
შეცვლა, დააჭირეთ "Modify" ღილაკს. შეიტანეთ ცვლილებები დიალოგურ ფანჯარაში და ისევ წინასწარ დაათვალიერეთ.
ახლა თქვენ გამოიყენებთ წყობის (ARRAY) პოლარულ ბრძანებას, რათა შექმნათ დავალების
ზედა მარჯვენა კუთხეში მყოფი ფიგურა.
დაიწყეთ ფიგურის ხაზვა წრიდან (CIRCLE), რომლის ცენტრია 7.5,5.5-ზე და მისი დიამეტრია 1.5. შემდეგ დახაზეთ ხაზი (LINE) წრეწირის ცენტრიდან 1''-ით მარჯვნივ (გახსოვდეთ ფარდობითი შეტანა და ობიექტზე მიბმები).
დაიწყეთ წყობის (ARRAY) ბრძანება. როდესაც
საჭიროა ობიექტის მონიშვნა, აღნიშნეთ ხაზი, რომელიც ეს წუთია დახაზეთ.
გამოცადეთ ზემოთ მოყვანილი დიალოგური ფანჯარა. გახსოვდეთ, რომ დაიწყოთ ზემოდან. ამ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ აირჩიოთ ობიექტი და შეარჩიოთ წყობის ცენტრალური წერტილი (აირჩიეთ წრეწირის ცენტრი).
შეინახეთ ნახაზი და ამობეჭდეთ იგი.
ამ გაკვეთილში თქვენ შეისწავლეთ რამოდენიმე ახალი ბრძანება, რომლებიც, როგორც დაინახეთ, გაგიკეთებენ დიდი დროის ეკონომიას. ავტოკადი დიდი სიამოვნებით გააკეთებს განმეორებად მოსაწყენ დავალებას თქვენთვის. თქვენ უკვე იცით თითქმის ყველა ძირითადი ბრძანება - გილოცავთ! |