დამატებითი მოდიფიცირების ბრძანებები
ამ გაკვეთილში თქვენ შეისწავლით რამოდენიმე საჭირო ბრძანებას.
ყველა ამ ბრძანებით თქვენ რეგულარულად ისარგებლებთ.
|
ბრძანება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
რეზულტატი |
|
მოძრაობა |
Move
/ M |

|
Modify > Move |
ამოძრავებს ობიექტს ან ობიექტებს |
|
კოპირება |
Copy
/ CP |
|
Modify > Copy |
აკოპირებს ობიექტებს ერთხელ ან რამოდენიმეჯერ |
|
გაჭიმვა |
Stretch
/ S |

|
Modify > Stretch |
ჭიმავს ობიექტს მისი ნაწილის მონიშვნის შემდეგ |
|
სარკე |
Mirror
/ MI |

|
Modify > Mirror |
ქმნის ობიექტის ან მონიშვნათა რიგის სარკისებურ გამოსახულებას |
ამ მოკლე დავალებაში ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყენებიან ეს ბრძანებები. თქვენ მოგიწევთ დავალება #4-ის შესრულება.
დააჭირეთ აქ, რომ იხილოთ GIF ფორმატში.
დააჭირეთ აქ DWG-ს ჩამოსატვირთად.
დაიწყეთ ავტოკადი და დააყენეთ თქვენი ნახაზი, როგორც წინა დავალებებში.
ჩართეთ ბოლო წერტილებზე მიბმა.
ამ შემთხვევაში პირველად დახაზეთ ჩარჩო 10'' სიგანით და 7'' სიმაღლით რომელიმე შესწავლილი მეთოდის გამოყენებით. ქვედა მარცხენა კუთხე იყოს 0,0-ზე.
დახაზეთ 2'' სიგანის და 3'' სიმაღლის ოთკუთხედი RECTANGLE ბრძანების გამოყენებით.
ქვედა მარცხენა კუთხე იყოს 0,0-ზე.
როგორც შენიშნეთ, პატარა ოთკუთხედი გადაეფარა ჩარჩოს ქვედა და მარცხენა მხარეს. ახლა კი ჩვენ უნდა გადავიტანოთ პატარა ოთკუთხედი 1'' მაღლა და 1'' გვერდით, რათა ჩამოვაშოროთ ჩარჩოს.
ამის გასაკეთებლად დაიწყეთ მოძრაობის (MOVE) ბრძანება m-ის ან move-ის და ENTER-ის აკრეფით.
აირჩიეთ ოთკუთხედის ყველა ხაზი ნებისმიერი წინათ განხილული მეთოდით და დააჭირეთ ENTER-ს.
ახლა ავტოკადი მოგთხოვთ "საბაზისო წერტილს ან გადანაცვლებას - base
point or displacement". მას ჭირდება შესადარებელი წერტილი. დააკლიკეთ ოთკუთხედის მარცხენა
ქვედა კუთხეს. შემდეგ ავტოკადი გთხოვთ 'გადანაცვლების მეორე წერტილს - second
point of displacement'. მას ამით უნდა გაიგოს, თუ
რამდენად შორს გსურთ მისი გადატანა. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ფარდობითი კოორდინატები. ვინაიდან თქვენ გსურთ ობიექტის 1'' მაღლა და 1'' მარჯვნივ გადატანა, ამიტომ
აკრეფთ @1,1 ENTER-ს, რათა მიაღწიოთ სასურველს. ოთკუთხედი ავტომატურად გადაინაცვლებს ახალ პოზიციაზე.
შემდეგ გადააკოპირეთ ეს ოთკუთხედი 3''-ით მარჯვნივ. კოპირების ბრძანება მსგავსია მოძრაობის ბრძანებისა.(ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ კოპირება ტოვებს ორიგინალ ობიექტს თავის ადგილზე).
დაიწყეთ კოპირების (COPY) ბრძანება.
თქვენ მოგეთხოვებათ ობიექტის არჩევა. აირჩიეთ ბოლოს გადატანილი ოთკუთხედი. ავტოკადს ახლა ჭირდება "base
point or displacement", როგორც მოძრაობის ბრძანებისას.
კიდევ ერთხელ აირჩიეთ ოთკუთხედის მარცხენა ქვედა კუთხე. შემდეგ ავტოკადს უნდა მივუთითოთ გადანაცვლების მეორე წერტილი. ვინაიდან გსურთ ოთკუთხედის 3''-ით მარჯვნივ გადატანა, უნდა აკრიფოთ @3,0 ENTER
და ოთკუთხედი გადაკოპირდება ზუსტად ამ მიმართულებით.
მაგრამ ეს ოთკუთხედი ისეთივე სიგრძის არაა, როგორც ნიმუშ ნახაზში. იგი 1''-ით გრძელია. მისი მოდიფიცირებისთვის თქვენ გამოიყენებთ გაჭიმვის ბრძანებას.
დაიწყეთ გაჭიმვის (STRETCH) ბრძანება S ENTER-ის დაბეჭდვით.
ავტოკადში ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ ობიექტი გადამკვეთი ფანჯრით. იმედია გახსოვთ 1-5 გაკვეთილიდან, რომ გადამკვეთი ფანჯრის შექმნა ხდება მარჯვნიდან მარცხნივ. ოთკუთხედის ზედა ნახევარი მონიშნეთ ახალი ოთხკუთხედის ზედა მარჯვენა კუთხესთან მარცხენა კლიკით და შემდეგ გადაჯვარედინების მოძრაობით დაბლა და მარცხნივ, ვიდრე თქვენი გადამკვეთი (წყვეტილი) ფანჯარა არ დაფარავს
მას მთლიანად. დააჭირეთ ENTER-ს, რომ მიიღოთ ოთკუთხედის ეს მონიშვნა. ახლა ავტოკადს ჭირდება თქვენთვის უკვე ასე ნაცნობი საბაზისო წერტილი. აირჩიეთ ოთხკუთხედის ზედა მარცხენა წერტილი, შემდეგ კი წანაცვლების მეორე წერტილი 1''-ით მაღლა. ამისთვის აკრიფეთ @0,1 ENTER. ოთხკუთხედი გაიჭიმა 1''-ით.
შემდეგი დახაზეთ მარჯვნივ ნაჩვენები
მრავალკუთხედი. ამის გასაკეთებლად პირველად უნდა დახაზოთ ობიექტის მარცხენა მხარის ხაზები და შემდეგ მარჯვენა მხარეს გააკეთოთ მათი სარკისებური გამოსახულება. დახაზეთ სამი ხაზი, როგორც მოგესურვებათ (რჩევა: გამოიყენეთ აბსოლუტური კოორდინატები).
როდესაც მათ დახაზავთ, დაიწყეთ სარკის (MIRROR) ბრძანება. აირჩიეთ სამივე ხაზი (დააჭირეთ ENTER-ს). ახლა უნდა შეიტანოთ სარკის ხაზის პირველი წერტილი. აქტიური ბოლო წერტილზე მიბმით აირჩიეთ 8,2.
შემდეგ უნდა შეიტანოთ სარკის მეორე წერტილი 8,5-ზე.
ამის გაკეთების შემდეგ ავტოკადმა უნდა იცოდეს, გინდათ თუ არა, რომ ძველი ობიექტი წაიშალოს. ამ შემთხვევისთვის თქვენ ტოვებთ ძველ ნაწილს, ამიტომ ღებულობთ საწყის მონაცემებს ENTER-ის დაჭერით.

დავალება დასრულებულია. გადაათვალიერეთ, რაც თქვენ ახლა გააკეთეთ და დამატებით კიდევ წაივარჯიშეთ ამ ბრძანებებზე. შეინახეთ და ამობეჭდეთ თქვენი დავალება.
|