myCADsite Logo
მოგესალმებით ჩემიCADგვერდი.com-ზე.
აქ თქვენ ნახავთ რამოდენიმე სასარგებლო გაკვეთილს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ CAD სამუშაოებში.
   
 
 
დასაწყისი
სახელმძღვანელოები
ჩამოტვირთვები
სტატისტიკა
ბმულები
ნიმუშები
სტუმართა წიგნი
სხვა
   
     
 

გაკვეთილი 1-5

გაკვეთილი 1-1

X-Y კოორდინატთა სისტემა, წერტილების შეტანა, ავტოკადის ეკრანი, ავტოკადის ძირითადი ტერმინოლოგია

გაკვეთილი 1-2

I დავალება - ხაზვა / მოდიფიცირების ბრძანებების შესავალი

გაკვეთილი 1-3

II დავალება - მოდიფიცირების დამატებითი ბრძანებები

გაკვეთილი 1-4

III დავალება - მონაცემთა ზუსტი შეტანა

გაკვეთილი 1-5

მონიშვნის ხერხები

გაკვეთილი 1-6

IV დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები

გაკვეთილი 1-7

V დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები

გაკვეთილი 1-8

VI დავალება - ფენები / განზომილებების დატანა / ტექსტი

გაკვეთილი 1-9

მანძილის პირდაპირი შეტანა და ობიექტის მიდევნება

გაკვეთილი 1-10

ობიექტების თვისებათა ცვლილება


შენიშვნები:

ავტოკადის ბრძანებათა ზოლი არის ლურჯი Courier შრიფტით. მნიშვნელოვანი საკითხები მონიშნულია წითლად და მათ შეიძლება მიმაგრებული ჰქონდეთ ჰიპერბმულები. More Info პიქტოგრამაზე დაკლიკებით შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.


ამ გაკვეთილში განხილული ბრძანებები:

ობიექტების არჩევა


ავტოკადში ობიექტების არჩევა

თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ ოთხკუთხედი, რომელიც ჩნდება ხოლმე ეკრანზე დაკლიკებით და ერთდროულად გადაჯვარედინების მოძრაობით. ამ ყველაფერს გაეცნობით მოცემულ გაკვეთილში. ავტოკადი იყენებს ე.წ. მონიშვნების რიგს - selection set იმისთვის, რომ შეძლოთ ობიექტების დაჯგუფება და მათი ერთად მოდიფიცრება. მაგალითად, თუ გსურთ წაშალოთ რამდენიმე ხაზი, თქვენ შემდეგნაირად მოიქცეოდით: დააჭერდით E-ს და ENTER-ს, შემდეგ მონიშნავდით ხაზს და ისევ დააჭერდით ENTER-ს, ამ მოქმედებას განაგრძობდით მანამ, ვიდრე არ მორჩებოდით ხაზების წაშლას. მეორე გზაა: დააჭიროთ E-ს, შემდეგ ENTER-ს, და მონიშნოთ ყველა ხაზი ცალ-ცალკე, ვიდრე ყველა არ მოინიშნება და შემდეგ დააჭიროთ ENTER-ს. ობიექტების ჯგუფის მონიშვნით თქვენ შექმენით მონიშვნათა რიგი. როდესაც თქვენ გინდათ ობიექტის მოდიფიცირება და ავტოკადი გთხოვთ ობიექტის არჩევას (select objects), თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მონიშვნათა რიგი და შემდეგ შეასრულოთ ბრძანება.

არ დაგავიწყდეთ ENTER-ის დაჭერა სასურველი ობიექტების მონიშვნის დასრულების შემდეგ.

არსებობს მონიშვნათა რიგის შექმნის რამდენიმე სხვა გზაც. ყველაზე ზოგადი ხერხია მონიშვნის ფანჯრის გამოყენება.

არის ორი ძალიან განსხვავებული ფანჯრის ტიპი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ

პირველია გადამკვეთი ფანჯარა (crossing window), ხოლო მეორე ყუთი (box). თუ თქვენ გააკეთებთ ფანჯარას მარჯვნიდან მარცხნივ, მაშინ გექნებათ გადამკვეთი ფანჯარა. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელსაც ეს ფანჯარა კვეთს, დაემატება მონიშვნების რიგს. ეკრანზე იგი ნაჩვენებია დაშტრიხული ხაზით. თუ თქვენ შექმნით ფანჯარას მარცხნიდან მარჯვნივ, მიიღებთ ყუთს. ამ მეთოდით თქვენ დაამატებთ მონიშვნებს იმ ობიექტებს, რომელიც ამ ყუთში მთლიანად მოექცევა. იგი ეკრანზე ნაჩვენებია მთლიანი ხაზის სახით. ამ ორ მეთოდს შორის სხვაობა ძალზედ მნიშვნელოვანია. More Info

შეჯამებისთვის:

მიმართულება

უწოდებენ

გამოისახება

შედეგი

მარცხნიდან მარჯვნივ

ფანჯრით მონიშვნა

მთლიანი

ხდება ობიექტების არჩევა, რომლების მთლიანად მოექცევიან ყუთში

მარჯვნიდან მარცხნივ

გადამკვეთი მონიშვნა

წყვეტილი

აირჩევა ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მოექცევა ან გადაკვეთს მკვეთი ფანჯრის ზღვარს

არსებობს მონიშვნების კიდევ რამდენიმე ხერხი, რომლებიც ქვემოთაა განხილული.

მოშორება (REMOVE) - R-ის აკრეფით, როდესაც ავტოკადი გთხოვთ ობიექტის მონიშვნას, საშუალებას გეძლევათ, მოაშოროთ ობიექტები მონიშვნათა რიგიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოაშოროთ მონიშვნა ინდივიდუალურ ობიექტებს Shift+ობიექტზე დაკლიკებით.

ბოლო (LAST) - L-ის აკრეფით, როდესაც ავტოკადი გთხოვთ ობიექტის მონიშვნას, შეირჩევა ბოლოს შექმნილი ობიექტი. ეს მოსახერხებელია მაშინ, როცა თქვენ მოულოდნელად დაგჭირდებათ წინა შექმნილი ობიექტის მოდიფიცირება.

წინამორბედი (PREVIOUS) - P-ის აკრეფით, როდესაც ავტოკადი გთხოვთ ობიექტის მონიშვნას, შეირჩევა ბოლო მონიშვნათა რიგი. ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა თქვენ აირჩიეთ რამოდენიმე ობიექტი, მოახდინეთ მათი მოდიფიცირება და შემდეგ ისევ გსურთ გაუკეთოთ მოდიფიცირება მათ.

ზღუდე - FENCE - F-ის აკრეფით, როდესაც უნდა მონიშნოთ ობიექტები, ავტოკადი გაძლევთ საშუალებას დახაზოთ ხაზების სერია (ე.წ. ზღუდე) ობიექტების ასარჩევად. ეს მოსახერხებელია მაშინ, როდესაც გინდათ წაკვეთოთ ობიექტების ჯგუფი ერთი კვეთის ზღვარზე.

გადამკვეთი პოლიგონი - CROSSING POLYGON - CP-ის აკრეფით თქვენ ირჩევთ ობიექტებს გადამკვეთი პოლიგონით. იგი გადამკვეთი ფანჯრის მსგავსია, მაგრამ აქ შეგიძლიათ ეკრანზე წერტილების მონიშვნით შექმნათ პოლიგონი. ნებისმიერი ობიექტი, რომელსაც კვეთს მრავალკუთხედი, დაემატება მონიშვნათა რიგს.

გადამკვეთი ფანჯარა (CROSSING WINDOW) - CW-ის აკრეფით, როდესაც ირჩევთ ობიექტებს, გეძლევათ საშუალება შექმნათ გადამკვეთი ფანჯარა და აირჩიოთ ობიექტები. იგი ანალოგიურია გადამკვეთი ყუთისა, მაგრამ აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ წერტილები ეკრანზე მრავალკუთხედის გასაკეთებლად. ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მთლიანად მოექცევა მრავალკუთხედში, დაემატება მონიშვნათა რიგს.

ციკლირება (CYCLING) - როდესაც მზად ხართ მონიშნოთ ობიექტები, დააჭირეთ CTRL ღილაკს კლავიატურზე და მოსანიშნი არეალის ირგვლივ აირჩიეთ ოთხკუთხედის 2 წერტილი. ეს მონიშნავს რამოდენიმე ობიექტს. განაგრძეთ ეკრანზე დაკლიკება, ვიდრე არ მოინიშნება ის ობიექტი, რომლის მოდიფიცირებაც გსურთ. შემდეგ დააჭირეთ ENTER-ს. ეს მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ბევრი ობიექტი პატარა ფართზე.

ყველანაირი მონიშვნის მოსახსნელად უბრალოდ დააჭირეთ ESC კლავიშს.

პრაქტიკისთვის: გახსენით თქვენი წინა ნახაზები და სცადეთ მონიშნოთ ისინი ყველა ზემოთ განხილული მეთოდით. თქვენ უნდა შეგეძლოთ ობიექტების სწრაფად მონიშვნა იმისთვის, რომ იყოთ ავტოკადის კარგი ოპერატორი.

Return to the Top of the Pageგაკვეთილის დასაწყისში დაბრუნება

გაკვეთილის კითხვარი

შემდეგი გაკვეთილი: 1-6>>

<< წინამორბედი გაკვეთილი: 1-4



   
     
 
უარყოფა
კონფიდენციალობა
ძებნა
რეზიუმე
ე-ფოსტა
   
 

საიტის მფლობელი და ოპერატორი არის არტ ვიტონი, ლას-ვეგასი, ნევადა

ბოლოს განახლდა: PST
   
     

Valid HTML 4.01!