ძირითადი მხაზველობითი უნარ-ჩვევები
ამ გაკვეთილში განხილულია მოდიფიცირების ძირითადი ბრძანებები. ავტოკადში მათი გამოყენება ხაზვის ბრძანებებზე უფრო ხშირად მოგიწევთ. ახლა კი, როდესაც თქვენ უკვე ნასწავლი გაქვთ საფუძვლები, აითვისებთ კიდევ რამდენიმე ბრძანებას.
|
ბრძანება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
შედეგი |
|
ოთხკუთხედი |
RECTANGLE /
REC |

|
Draw > Rectangle |
იხაზება ოთხკუთხედი ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე წერტილის შეყვანის შედეგად. |
|
მრავალხაზები |
MLINE / ML |
No Icon |
Draw >
Multiline |
ხაზავთ პარალელურ ხაზებს წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით. |
|
წაკვეთა |
TRIM
/ TR |

|
Modify > Trim |
ახდენს ობიექტის წაკვეთას არჩეული კვეთის ზღვარზე. |
|
წაგრძელება |
EXTEND / EX |

|
Modify > Extend |
ახდენს ობიექტის წაგრძელებას არჩეულ ზღვრამდე. |
|
წანაცვლება |
OFFSET
/ O |

|
Modify > Offset |
წაანაცვლებს ობიექტს (პარალელურად) განსაზღვრულ მანძილზე. |
|
ობიექტზე მიბმები |
OSNAP / OS / F3 |
დააჭირეთ
|
Tools > Object
Snap Settings |
გამოაქვს OSNAP დიალოგური ფანჯარა. |
II დავალება - მოდიფიცირების ბრძანებები
ამ დავალების დანიშნულებაა, გამოვიყენოთ განვლილ გაკვეთილში შესწავლილი ბრძანებები და ვისწავლოთ ახალი ბრძანებები.
დახაზეთ დავალება #2-ად წოდებული ნახაზის დუბლიკატი.
დააჭირეთ აქ, რომ ჩამოტვირთოთ DWG ფაილი.
ისევ არ მიაქციოთ ყურადღება სათაურის ბლოკებს, ტექსტსა და განზომილებებს. დახაზეთ მხოლოდ ის, რაც ყვითლადაა.
ჩართეთ ავტოკადი და დაიწყეთ ხაზვა შაბლონის გახსნით ისევე, როგორც ეს გააკეთეთ 1-2 გაკვეთილში.
დახაზეთ LINE შემდეგ წერტილებზე: 1,2;3,2;3,4;1,4 (*არ დაგავიწყდეთ, უყუროთ ბრძანებათა ზოლს ხაზვის დროს.) ბოლო ხაზისთვის თქვენ შეგიძლიათ აკრიფოთ 1,2 ან C, რომ დახუროთ ხაზი პირველად შეყვანილ წერტილზე. ეს არის
აბსოლუტური კოორდინატები.
დახაზეთ კვადრატი RECTANGLE ბრძანების გამოყენებით.
ოთხკუთხედი იქმნება 2 მოპირდაპირე კუთხის განსაზღვრით. შეიტანეთ პირველი წერტილი 4.5,2-ზე ხოლო მისი მოპირდაპირე კუთხე კი
ფარდობითი კოორდინატების გამოყენებით დასვით 2"-ით მარჯვნივ და 2"-ით ზევით @2,2-ზე. ასეთი მეთოდით ოთხკუთხედის დახაზვა გაცილებით სწრაფი და იოლია, იგი ქმნის კვადრატს
ერთ ობიექტად და არა ოთხ ცალკეულ ხაზად.
წაშლის (ERASE) ბრძანების გამოყენებით თქვენ ნახავთ, რომ მხოლოდ ერთი მონიშვნით წაიშალა მთლიანი ოთხკუთხედი. ხელმეორედ დახაზეთ კვადრატი და განაგრძეთ ხაზვა.
დახაზეთ მესამე კვადრატი MULTILINE ბრძანების გამოყენებით.
ამ ოთხკუთხედის გვერდები 1.5"-ია.
მომდევნო საფეხურებს იხილავთ ბრძანებათა ზოლში.
ხაზების ხაზვის დაწყებამდე 'S'-ის შეტანით თქვენ უნდა შეცვალოთ სკალა - SCALE (დისტანცია ხაზებს შორის). შემდეგ 'J'-ს შეტანით აყენებთ გათანაბრებას - JUSTIFICATION (სათავის წანაცვლება).
Command: ml <enter>
MLINE
Current settings: Justification = Top, Scale = 1.00, Style
= STANDARD
Specify start point or [Justification/Scale/STyle]: s <enter>
Enter mline
scale <1.00>: .15
Current settings: Justification = Top,
Scale = 0.15, Style = STANDARD
Specify start point or [Justification/Scale/STyle]: 8,2 <enter>
Specify
next point: @1.5,0 <enter>
Specify next point or [Undo]: @0,1.5 <enter>
Specify next point or [Close/Undo]: @-1.5,0 <enter>
Specify next point or [Close/Undo]: @0,-1.5 <enter>
Specify next point
or [Close/Undo]: <enter>
გააკეთეთ შემდეგი: დაიწყეთ ბრძანება, დააყენეთ
სკალა (მანძილი ხაზებს შორის) .15 ერთეულზე. დახაზეთ ოთხკუთხედი ფარდობითი კოორდინატების გამოყენებით.
წაშალეთ (Erase) მრავალხაზით დახაზული ოთხკუთხედი და დახაზეთ ხელმეორედ, ქვემოთ მოცემული მიმდევრობით.
Command: ML <enter>
MLINE
Current settings: Justification =
Top, Scale = 1.00, Style = STANDARD
Specify start point or [Justification/Scale/STyle]: s <enter>
Enter mline scale <1.00>: .15
Current settings: Justification = Top, Scale
= 0.15, Style = STANDARD
Specify start point or [Justification/Scale/STyle]: 8,2 <enter>
Specify next point: @1.5,0 <enter>
Specify next point or [Undo]: @0,1.5 <enter>
Specify next point or [Close/Undo]: @-1.5,0 <enter>
Specify next point or [Close/Undo]: C <enter>
ოთხკუთხედის დახაზვის მოყვანილ მაგალითებს შორის განსხვავება მხოლოდ ბოლო წერტილის შეყვანაშია, სადაც თქვენ წერტილის მითითების მაგივრად აკრიფეთ C (Close - დახურვა). მიღებული სხვაობა ნაჩვენებია ნახაზზე.
ეს ნათელი მაგალითია, თუ რატომ უნდა უყუროთ ბრძანებათა ზოლს გამუდმებით. ბრძანების დაწყებისთანავე თქვენ რამდენიმე არჩევანი გეძლევათ. არჩევანის გაკეთების შემდეგ, თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ რაიმე მნიშვნელობა, მაშინ უნდა აკრიფოთ ოფციის ასომთავრული ასო. მაგალითად, თუ მოცემულ დავალებაში თქვენ გსურდათ დაგებრუნებინათ წინა წერტილი, მაშინ უნდა აგეკრიფათ
'U'. ამ დავალებაში თქვენ შეცვალეთ მხოლოდ
სკალა. დავალების დამთავრების შემდეგ სცადეთ მოცემული ბრძანების სხვადასხვა ფუნქციები. ასეთი ოფციების კონტროლის სანახავად კარგი იქნება ავტოკადის დახმარების - help გამოყენება.
მრავალხაზები კარგი გამოსაყენებელია მაშინ, როდესაც გვჭირდება პარალელური ხაზები და აგრეთვე გვინდა მათი ერთად რედაქტირება. იცოდეთ, რომ მათი წაკვეთა შეუძლებელია (ჯერ უნდა დაშალოთ ისინი).
დახაზეთ ხაზი 2,5-დან 2,6.5-მდე. დახაზეთ მეორე ხაზი 1,6-დან 3,6-მდე. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ 2 მართობული ხაზი. წაკვეთეთ ვერტიკალური ხაზი ისე, რომ მიიღოთ T.
დაიწყეთ წაკვეთის (TRIM) ბრძანება.
თავიდან მოგეთხოვებათ აირჩიოთ წაკვეთის ზღვარი, აირჩიეთ ჰორიზონტალური ხაზი და დააჭირეთ ENTER-ს. ახლა უნდა მონიშნოთ წასაკვეთი ობიექტი, რაც ამ შემთხვევაში არის ვერტიკალური ხაზი. მონიშნეთ იგი ჰორიზონტალური (მოსაჭრელი) ხაზის მაღლა, ნებისმიერ ადგილას და ბრძანების დამთავრებისთვის დააჭირეთ ENTER-ს.
აქ მოცემულია ის, რასაც იხილავთ ბრძანებათა ზოლში:
Command: TR <enter> TRIM
Current settings: Projection=UCS, Edge=None
Select cutting edges ...
Select objects: <აირჩიეთ ჰორიზონტალური ხაზი>1
found
Select objects: <enter>
Select object to trim or shift-select to extend or [Project/Edge/Undo]: <აირჩიეთ ვერტიკალური ხაზი>
Select object to trim or shift-select to extend or [Project/Edge/Undo]: <enter>
ისევ და ისევ, ძალიან მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ ბრძანებათა ზოლს, ვინაიდან იგი გაჩვენებთ ყველა ბრძანების მიმდინარეობას.
დახაზეთ ხაზი (LINE) 4,6.5-დან 6,6.5-მდე, მეორე ხაზი კი 5,5-დან 5,6-მდე. ახლა კი, ვერტიკალური ხაზი უნდა წააგრძელოთ ისე, რომ იგი შეხვდეს ჰორიზონტალურ ხაზს. დაიწყეთ წაგრძელების (EXTEND) ბრძანება.
თავიდან ავტოკადი მოგთხოვთ მიუთითოთ წაგრძელების ზღვარი; თქვენ აირჩევთ ჰორიზონტალურ ხაზს და დააჭერთ
ENTER-ს, რის შემდეგაც იგი მოგთხოვთ წასაგრძელებელი ობიექტის მონიშვნას. აირჩიეთ ვერტიკალური ხაზის ზედა ნახევარის ნებისმიერი ადგილი და ბრძანების დასამთავრებლად დააჭირეთ ENTER-ს. თქვენი ბრძანებათა ზოლის ისტორია უნდა ემთხვეოდეს ქვემოთ დაბეჭდილ ტექსტს.
Command: EX <enter> EXTEND
Current settings: Projection=UCS, Edge=None
Select boundary edges ...
Select objects: <აირჩიეთ ჰორიზონტალური ხაზი> 1 found
Select objects: <enter>
Select object to extend or shift-select to trim or [Project/Edge/Undo]: <აირჩიეთ ვერტიკალური ხაზის ზედა ნაწილი>
Select object to extend or shift-select to trim or [Project/Edge/Undo]: <enter>
დახაზეთ წრე (CIRCLE) 7.5,5.5 ცენტრალური წერტილით და .5 რადიუსით. ახლა კი უნდა გამოიყენოთ წანაცვლების ბრძანება უფრო მოზრდილი წრის დასახაზად.
დაიწყეთ წანაცვლების (OFFSET) ბრძანება (უყურეთ ბრძანებათა ზოლს) და წანაცვლების მანძილად შეიყვანეთ .125. ამის შემდეგ აირჩიეთ წრე და დააჭირეთ წრის გარეთ ნებისმიერ ადგილზე. ბრძანების დასამთავრებლად დააჭირეთ ENTER-ს.
ობიექტზე მიბმები
დავუშვათ, რომ თქვენ გინდათ დახაზოთ ხაზი მანამდე დახაზული წრის ცენტრიდან წაგრძელებული ხაზის შუამდე. ავტოკადის საშუალებით ამის გაკეთება ძალზედ იოლია. რაშიც გვეხმარება ობიექტზე მიბმები - Object Snaps
(ან Osnaps "Oh-Snaps"). აკრიფეთ OS ENTER. დაინახავთ ასეთი სახის დიალოგურ ფანჯარას.

აგრეთვე შესაძლებელია ობიექტზე მიბმების შემდეგი სახის ბრძანებათა პანელის ხილვა.
|
|
|
|
|
|
|
|
ბოლო წერტილზე
Endpoint |
|
|
მართობულზე -
Perpendicular |
|
|
შუა წერტილზე
Midpoint |
|
|
მხებზე
Tangent |
|
|
ცენტრზე
Center |
|
|
უახლოესზე
Nearest |
|
|
წერტილზე
Node |
|
|
შესაძლო გადაკვეთაზე
Apparent Intersection |
|
|
კვადრანტზე
Quadrant |
|
|
პარალელურზე
Parallel |
|
|
გადაკვეთაზე
Intersection |
|
|
არაფერზე
None |
|
|
წაგრძელებაზე
Extension |
|
|
მითითებები
Osnap Setting |
|
|
შემოტანის წერტილზე
Insertion Point |
|
|
მიდევნების დროებით წერტილზე
Temporary Tracking Point |
|
|
|
საიდანმე მიბმა
Snap From |
თქვენ შეგიძლიათ ობიექტზე მიაბათ ნებისმიერი სასურველი წერტილი. ქვემოთ მოყვანილია თქვენი შესაძლო არჩევანის სია, რომელსაც მოსდევს საჭირო მიბმის გამოსაძახებელი ბრძანება.
ბოლო წერტილზე (Endpoint) -
ახდენს მიბმას დასაწყისზე ან ბოლოზე ისეთი ობიექტისა, როგორიცაა ხაზი. - END
შუა წერტილზე (Midpoint) -
აბამს ზუსტად ხაზის ან რკალის შუაზე - MID
ცენტრზე (Center) -
აბამს წრის ან რკალის ცენტრალურ წერტილზე - CEN
წერტილზე (Node) -
აბამს წერტილებზე (არ არის განხილული ამ კურსში) - NOD
კვადრანტზე (Quadrant) -
აბამს წრის რომელიმე ერთ-ერთ კვადრანტზე - QUA
გადაკვეთაზე (Intersection) -
აბამს ორი ობიექტის გადაკვეთის წერტილზე - INT
წაგრძელებაზე (Extension) -
აბამს ხაზის ან რკალის წარმოსახვით წაგრძელებაზე - EXT
შემოტანაზე (Insertion) -
აბამს ობიექტის (ბლოკის ან ტექსტის) შემოტანის წერტილზე - INS
მართობზე (Perpendicular) -
მიაბამს ისე, რომ შედეგად მიიღებთ არჩეული ხაზის მართობს
- PER
მხებზე (Tangent) -
მიაბამს ისე, რომ შეიქმნას წრის ან რკალის მხები - TAN
უახლოესზე (Nearest) -
მოძებნის ობიექტის უახლოეს წერტილს და მიაბამს მას
- NEA
პარალელზე (Parallel) - მიაბამს განსაზღვრული ხაზის პარალელზე - PAR
არცერთზე (None) -
დროებით თიშავს ყველა მიბმას (უფრო სწრაფია F3 ღილაკის დაჭერა) - NON
ობიექტზე მიბმების მითითებები (Osnap
settings) - ხსნის ობიექტზე მიბმის დიალოგურ ფანჯარას.
დროებით მიდევნებაზე (Temporary Tracking) - ქმნის მიდევნების დროებით წერტილს (იხილეთ ობიექტის მიდევნება).
საიდან (From) - საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ წერტილი, შემდეგ კი მონიშნოთ ამ წერტილიდან ახალი ადგილმდებარეობა ფარდობითი კოორდინატების გამოყენებით. ამ ფუნქციამ შეიძლება დროის დიდი ეკონომია გაგიკეთოთ.
შენიშვნა: ყოველი მითითების აღნიშვნის გვერდით არის სიმბოლო, რომელიც ეკრანზე ჩნდება შესაძლო მიბმის წერტილის აღმოჩენისას (მაგ: ბოლო წერტილზე მიბმა გამოაჩენს კვადრატს). თუ თქვენ შეხვალთ ოფციებში, იქიდან შეძლებთ შეცვალოთ ობიექტზე მიბმების როგორც ზომა, ისე ფერი.
-
აირჩიეთ მიბმები, ისევე როგორც ნაჩვენებია ზემოთ მოყვანილ დიალოგურ ფანჯარაში (Object Snaps
On, Endpoint, Midpoint, Center) და დააჭირეთ OK-ს.
-
დაიწყეთ ხაზის (LINE) ბრძანება.
ამოძრავეთ კურსორი ეკრანზე და თქვენ შენიშნავთ, რომ ობიექტთან მიახლოვებისას ის მიებმება ერთ-ერთ იმ წერტილს, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ დიალოგურ ფანჯარაში. მოათავსეთ კურსორი წრეზე, ვიდრე არ დაინახავთ პატარა წრეს ჩვენს მიერ დახაზული წრის შუაგულში.
დააკლიკეთ, რათა დასვათ ხაზის პირველი წერტილი. გადაიტანეთ კურსორი წაგრძელებული ხაზის შუა ნაწილისკენ იქამდე, ვიდრე არ დაინახავთ პატარა სამკუთხედს (დაიმახსოვრეთ, რომ ესაა შუაწერტილის სიმბოლო). როდესაც იგი გამოჩნდება, დააკლიკეთ, რომ დაამთავროთ ხაზი. ბოლოს დააჭირეთ ENTER-ს ბრძანების დასამთავრებლად.
-
შეინახეთ თქვენი ნახაზი.
-
ამობეჭდეთ ნახაზი I დავალებაში მოცემული მითითებებით.
რჩევა: ვიდრე აირჩევდეთ საჭირო მიბმას, თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ TAB კლავიშს და იტრიალოთ ყველა შესაძლო მიბმებს შორის კურსორის არეში.
დავალების დამთავრების შემდეგ განაგრძეთ ვარჯიში იმ ბრძანებებთან, რომელსაც ახლა გაეცანით! |