ხაზვისა და მოდიფიცირების ბრძანებების შესავალი
ავტოკადში თქვენ მრავალი ბრძანების განხორციელების საშუალება გაქვთ. თუმცა, როგორც წესი, მთელი დროის
80% თქვენ გამოიყენებთ
ბრძანებების მხოლოდ 20%-ს. ამ გაკვეთილს ჩვენ დავიწყებთ ხაზვის ყველაზე ზოგადი ბრძანებების გაცნობით. ამ ბრძანებების მოდიფიცირების ძირითად ბრძანებებთან კომბინირებით
თქვენ საკმაოდ სწრაფად შეძლებთ რთული ნახაზების შექმნას.
მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ ავტოკადი თქვენგან მოელის კონკრეტული წესით მიწოდებულ ინფორმაციას. ყველაზე სამწუხარო
კი ისაა, რომ დასაწყისში, ამ პროგრამის გამოყენებისას თქვენ შეეცდებით რაიმეს გაკეთებას, მაგრამ ავტოკადი 'არ იმუშავებს'. უმეტეს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ თქვენ
არასწორად შეგყავთ ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიეჩვიოთ ბრძანებათა ზოლის ყურებას.
ბრძანებათა ზოლი გატყობინებთ, თუ რა ინფორმაცია ჭირდება ავტოკადს მუშაობის გასაგრძელებლად.
თქვენი პირველი დავალება იქნება ხაზვის ბრძანებათა გამოყენება კოორდინატთა სისტემასთან კავშირში. ეს საწყისი დავალებაა და ძალიან
მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ მიაწოდოთ პროგრამას ზუსტი ინფორმაცია. დაგჭირდებათ შემდეგი ბრძანებები:
|
ბრძანება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
შედეგი |
|
ხაზი |
Line
/ L |

|
Draw > Line |
იხაზება სწორი ხაზის სეგმენტი ერთი წერტილიდან მომდევნო წერტილამდე. |
|
წრე |
Circle
/ C |

|
Draw > Circle > Center, Radius |
იხაზება წრე ცენტრალური წერტილისა და რადიუსის მიხედვით. |
|
წაშლა |
Erase
/ E |

|
Modify > Erase |
ობიექტის წაშლა. |
|
ბეჭდვა |
Print
/ Plot Cntl+P |

|
File > Print |
გამოაქვს ბეჭდვა/ხაზვის კონფიგურაციის დიალოგური ფანჯარა. |
გაუქმება |
U
|
|
Edit > Undo |
აუქმებს ბოლო ბრძანებას. |
I დავალება - ხაზის დახაზვა განსაზღვრულ წერტილებზე
დახაზეთ Assign #1-ად წოდებული ნახაზის ასლი.
ნახეთ დავალება ფლეშ ფილმის სახით.
დააჭირეთ აქ, რომ ნახოთ დამთავრებული ნახაზი JPG ფორმატში.
დააჭირეთ აქ, რომ ჩამოტვირთოთ DWG ფაილი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სათაურის ბლოკს,
ტექსტსა და განზომილებებს.
დარწმუნდით, რომ კომფორტულად გრძნობთ თავს კოორდინატთა სისტემაში. დავალების დამთავრების შემდეგ შეამოწმეთ იგი
სახაზავით. თუ ყველაფერი სწორად შეასრულეთ, ყველა ხაზი ზუსტად მოცემული ზომის უნდა იყოს.
შესასრულებელი საფეხურები:
ჩართეთ ავტოკადი და ჩამოსაშლელი მენიუდან (File > New) დაიწყეთ ახალი ნახაზის შექმნა. გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა (ნაჩვენებია ქვემოთ), რომელშიც უნდა აირჩიოთ ნახაზის შაბლონი.

აირჩიეთ "acad.dwt" შაბლონი (შაბლონებზე უფრო დაწვრილებით იხილეთ მომავალ გაკვეთილებში) და დააჭირეთ ღილაკს Open, რომ განაგრძოთ ხაზვა.
როდესაც აღმოჩნდებით ხაზვის ეკრანზე, აკრიფეთ კლავიატურაზე Z
ENTER E ENTER. ეს მოქმედება გაადიდებს ნახაზის
განფენილობას და გაგიადვილებთ ნახაზის დანახვას (ერთი შეხედვით არაფერი შეიცვლება).
დაიწყეთ LINE ბრძანება და დახაზეთ ხაზები კოორდინატებზე 1,2 ; 3,2 ; 3,4 ; 1,4.
დააჭირეთ შეტანას (ENTER) ყოველი წერტილის შემდეგ. (*არ დაგავიწყდეთ, უყუროთ ბრძანებათა ზოლს ხაზვის დროს). ბოლო ხაზის დასამთავრებლად შეგიძლიათ აკრიფოთ 1,2 ან C ,
რომ დახუროთ ხაზი ბრძანების საწყის წერტილზე. თქვენ მოახერხეთ 2"-ის კვადრატის დახაზვა აბსოლუტური კოორდინატების საშუალებით.
თუ თქვენ დაუშვით შეცდომა, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაუქმების (undo) პიქტოგრამა ,
დააჭიროთ U-ს ან
CTRL+Z-ს
ზედმეტი ხაზების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წაშლის ERASE ბრძანებაც.
შემდეგ ფარდობითი კოორდინატებით დახაზეთ წინამორბედის მსგავსი ოთხკუთხედი.
დაიწყეთ LINE ბრძანება 4.5,2 წერტილიდან.
@2,0-ის (რაც ნიშნავს 2 ერთეული X მიმართულებით და 0 ერთეული Y მიმართულებით) დაბეჭდვით კი დახაზეთ ხაზი ორი ერთეულით მარჯვნივ.
შემდეგ დაბეჭდეთ @0,2 ; @-2,0 ; @0,-2, რომ დაამთავროთ ოთხკუთხედი (არ დაგავიწყდეთ ENTER ღილაკის დაჭერა ყოველი წერტილის შეტანის შემდეგ).
ახლა კი წაშალეთ ბოლოს დახაზული კვადრატი. დაიწყეთ ERASE ბრძანება და მონიშნეთ ხაზები, რომელთა წაშლაც გსურთ,
შემდეგ კი დააჭირეთ ENTER-ს. მეტი პრაქტიკისთვის ხელმეორედ დახაზეთ კვადრატი.
მომდევნო კვადრატი დახაზეთ პოლარული
კოორდინატების მეშვეობით.
დაიწყეთ LINE ბრძანება 8,2 წერტილიდან და პირველი ხაზი დახაზეთ @1<45 მანძილზე.
შემდეგი წერტილი შეიტანეთ @1<135, შემდეგი @1<225, შემდეგი @1<315 (ან C რომ დახუროთ ხაზი). თქვენ ახლა დახაზეთ
45o-ით დახრილი 1 ერთეული სიგრძის ხაზი, შემდეგ კი 135o-ით დახრილი და ა.შ.
დაიწყეთ CIRCLE ბრძანება და დახაზეთ წრე, რომლის ცენტრია 7,6 წერტილზე და ამ წრის რადიუსია 0.75 (ინსტრუქციებისთვის უყურეთ ბრძანებათა ზოლს).
ხაზვის ბოლოს კი ზემოთ მოყვანილი ნებისმიერი მეთოდით შეეცადეთ თქვენ ნახაზს ირგვლივ გაუკეთოთ 10"x7" ზომის ჩარჩო, რომელიც იწყება 0,0 წერტილიდან.
დავალების დამთავრების შემდეგ თქვენი ნახაზი უნდა დაიბეჭდოს. ამის გასაკეთებლად გამოიყენეთ ზემოთ განხილული რომელიმე მეთოდი და გამოიყვანეთ ბეჭდვის დიალოგური ფანჯარა (მაგალითად: Ctrl+P).
წარმატებით ბეჭდვისთვის მიყევით ქვემოთ მოყვანილ საფეხურებს (ნახეთ ქვემოთ მოყვანილი დიაგრამაც):
-
აირჩიეთ პრინტერი (Printer/ploter).
-
ფურცლის ზომად (Paper size) ამ შემთხვევაში გამოიყენეთ "წერილი"-ის (Letter) ფორმატის ქაღალდი ( 8-1/2" x
11" = 216 × 279 mm).
-
"ბეჭდვის არედ" (Plot area) კი აირჩიეთ "განფენილობა" (Extents), რომ დაბეჭდოთ მთლიანი ნახაზი.
-
აირჩიეთ "ნახაზის ცენტრირების" (Center the Plot) ფანჯარა.
-
თუკი "ფანჯრის ზომაზე დამთხვევის" (Fit to Paper) ფანჯარა არის არჩეული, მაშინ მოაშორეთ მონიშვნა და აირჩიეთ
ისეთი მასშტაბი, რომ 1 ინჩი შეესაბამებოდეს ფურცლის ზომის 1 ერთეულს.
ეს მოქმედება ამობეჭდავს თქვენ ნახაზს ნატურალური ზომით.
-
ახლა კი შეგიძლიათ წინასწარ დაათვალიეროთ თქვენი ნახაზი "Preview" ღილაკით. გირჩევთ, რომ ამობეჭდვამდე წინასწარ ნახოთ ყოველი ნახაზი.
ბევრი რამ შეიძლება ისე არ გამოვიდეს, როგორც გსურთ და ამაოდ დახარჯოთ ძვირადღირებული ფურცლები. თუ თქვენი ნახაზი კარგად გამოიყურება დაუბრუნდით ბეჭდვის დიალოგურ ფანჯარას წითელი X პიქტოგრამის დაჭერით.
-
თუ დარწმუნდით, რომ ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ დააჭიროთ OK-ს.

შენიშვნა: შესაძლებელია, დაგჭირდეთ პრინტერის ფურცლის ზომის შეცვლა (ამის გასაკეთებლად გამოიყენეთ ვინდოუსში პრინტერების
მითითებები).
თქვენ აგრეთვე შეიძლება დაგჭირდეთ ნახაზის სათავისა და ბრუნის ცვლილება. ხაზვის ორიენტაციის (Drawing Orientation) სექციაში აღნიშნეთ ალბომური (Landscape) რადიო ღილაკი.
თუკი ყველაფერი კარგად გამოვიდა, თქვენ უნდა მიიღოთ ზუსტად იმ ზომის ნახაზი,
როგორიც დახაზეთ.
შეინახეთ ნახაზი ისევე, როგორც ვინდოუსის ნებისმიერი სხვა ფაილი. CNTL+S გამოიტანს 'შენახვის' (Save) ან 'შეინახე, როგორც' (Save as) დიალოგურ ფანჯარას.

თუ გსურთ გადაამოწმოთ თქვენს მიერ შეყვანილი ბრძანებების სისწორე დააჭირეთ აქ.
ამ დავალებამ გასწავლათ ხაზვის ძირითადი
ელემენტები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. დავალების
დამთავრების შემდეგ წაივარჯიშეთ ამ მეთოდებში, ვინაიდან ხშირად მოგიწევთ მათი გამოყენება.
თქვენს მიერ დახაზული კვადრატები მაგალითში არსებული კვადრატების ანალოგიური უნდა იყოს. სახაზავით გაზომვით დარწმუნდებით, რომ ნახაზი ნატურალური სიდიდისაა (1:1). ამ ძირითადი წარმოდგენებიდან გამომდინარე თქვენ შეგიძლიათ დახაზოთ
ხაზები ნებისმიერ ადგილას, თუკი იცით, სად უნდა განთავსდეს ისინი. შემდეგ გაკვეთილებში შეისწავლით დამატებით ბრძანებებს და რაც უფრო მიეჩვევით ავტოკადის ინტერფეისს, მით უფრო გაგიიოლდებათ ბრძანებების მონახვა და სწავლა. |