ობიექტის თვისებები
ახლა კი, როდესაც თქვენ შეისწავლეთ, თუ როგორ დახაზოთ ობიექტები და როგორ
მოახდინოთ მათი მოდიფიცირება, საჭიროა იცოდეთ კიდევ ერთი გზა ობიექტების თვისებების ცვლილებებისთვის. მაგალითად, თუ ტექსტის დაწერისას დაუშვით შეცდომა, არაა საჭირო ტექსტის წაშლა და თავიდან დაწერა. უბრალოდ ორჯერ დააკლიკებთ ტექსტზე და შეასწორებთ მას. ეს მეთოდი ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია CAD სამუშაოებში.
ხელმეორედ არ დახაზოთ ობიექტი - შეცვალეთ მისი თვისებები
არსებობოს ობიექტის თვისებების შეცვლის და ნახვის რამდენიმე გზა. პირველია თვისებების (PROPERTIES) ბრძანების გამოყენება
|
ბრძაბება |
კლავიატურა |
პიქტოგრამა |
მენიუ |
შედეგი |
|
თვისებები |
PROPERTIES |

|
Modify > Properties |
გვიჩვენებს ობიექტის თვისებებს 'თვისებების პალიტრაში' |
ეს ძალიან მარტივი მეთოდია და გვაძლევს საშუალებას, რომ თითქმის სრულად ვნახოთ ობიექტის თვისებები.
დახაზეთ ხაზი (line) ნებისმიერი წერილიდან ნებისმიერ წერტილამდე და დააჭირეთ ENTER-ს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მე არ მიგითითებთ განსაზღვრულ კოორდინატებს :-) .
შემდეგ აირჩიეთ ხაზი, მასზე დაკლიკებით და დააჭირეთ თვისებების პიქტოგრამას. ამის გაკეთებისთანავე დაინახავთ თვისებების პალიტრას, რომელიც გვიჩვენებს ხაზის ყველა მახასიათებელს.
რასაც ახლა თქვენ უყურებთ, არის პალიტრა. ვიდრე დაათვალიერებთ თვისებებს, ცოტა დრო დაუთმეთ თვით პალიტრას. ეს სიახლეებია ავტოკადის ახალ ვერსიებში. ვინაიდან პალიტრა იკავებს ეკრანის დიდ ნაწილს, თქვენ შეგიძლიათ იგი დახუროთ (X-ით ფანჯრის ზემოთა ნაწილში) ან შეამციროთ და დამალოთ (ისრებით პალიტრის ქვედა ნაწილში) მომავალი გამოყენებისთვის.
ახლა შეხედეთ პალიტრაში მოცემულ თვისებებს. თქვენ ნახავთ, რომ ხაზის პირველი წერტილი მოცემულია, "Start X" და "Start Y" მნიშვნელობებით. თუ გსურთ საწყისი წერტილის X კოორდინატის მდებარეობის შეცვლა, აირჩიეთ ტექსტის არე, ჩაბეჭდეთ შიგ სასურველი მნიშვნელობა და დააჭირეთ ENTER-ს. შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი X კოორდინატი ზემოთ ნაჩვენები პატარა პიქტოგრამითაც.
კარგად დააკვირდით პალიტრას. წაშლეთ (Erase) პირველი ხაზი, დახაზეთ მეორე და შემდეგ ნახეთ ახალი ხაზის თვისებები. თქვენ მიიღებთ პირველი ხაზისგან განსხვავებულ მნიშვნელობებს.
ახლა კი წაშალეთ ხაზი და დახაზეთ წრე (circle). გამოიყვანეთ თვისებები, სადაც ნათლად დაინახავთ განსხვავებულ მინდვრებს. გამოჩნდება, რომ "Start X" წერტილი შეიცვალა "Center X"-ით. გრაფებში ჩამოთვლილი თვისებები სპეციფიკურია არჩეულ ობიექტზე დამოკიდებულებით.
დახაზეთ ხაზი წრის გვერდით. აირჩიეთ ორივე ერთიმეორის მიმდევრობითი კლიკით. ახლა გამოიყვანეთ თვისებების პალიტრა პიქტოგრამის არჩევით. თქვენ დაინახავთ თვისებების გაცილებით მოკლე სიას. თვისებების ეს მოკლე სია მოიცავს მხოლოდ არჩეული ობიექტებისთვის საერთო თვისებების ჩამონათვალს. მაგალითად როგორებიცაა: ფენა, ფერი, და ა.შ.
სცადეთ სხვა ხერხიც. წაშალეთ ყველაფერი. დახურეთ თვისებების პალიტრაც. დახაზეთ წრე, აირჩიეთ იგი და შემდეგ ეკრანის ნებისმიერ ადგილას დააკლიკეთ მარჯვენა ღილაკით. გამოსული მენიუს ბოლოში აირჩიეთ თვისებები (Properties)
ისე, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.
გამოჩნდება იგივე პალიტრა - იმავე ადგილზე, სადაც თქვენ იგი დახურეთ.
სხვა ობიექტები
აქამდე თქვენ ნახეთ, თუ როგორ იხილოთ და შეცვალოთ თქვენს მიერ დახაზული ობიექტის თვისებები. ასეთივე მეთოდი იმოქმედებს ნებისმიერ ობიექტზე. მაგრამ საინტერესოა, არსებობს
თუ არა უფრო იოლი გზა ობიექტის თვისებების ცვლილებისთვის?!
დაწერეთ ერთხაზიანი ტექსტი, როგორც
1-8 გაკვეთილში. იხილეთ მისი თვისებები, როგორც წინამორბედ მაგალითებში. შენიშნავთ განსხვავებულ მინდვრებს. სცადეთ ტექსტზე ორჯერ დაკლიკება.

ამ მოქმედების შედეგად თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტი და დააჭიროთ OK-ის, ეს გაცილებით იოლი მეთოდია ობიექტის სპეციფიკური თვისებების შესაცვლელად. თქვენ ამის გაკეთება თვისებათა პალიტრიდანაც შეგეძლოთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფი გზაა.
ფენების შეცვლა
უამრავი შემთხვევა იქნება, როდესაც თქვენ ხაზავთ ობიექტს და აღმოაჩენთ, რომ იგი არასასურველ ფენაზეა. ობიექტის ფენის შესაცვლელად შეგიძლიათ გახსნათ თვისებათა პალიტრა (როგორც ნაჩვენებია ზემოთ) და იქედან შეცვალოთ ფენა ან გამოიყენოთ გაცილებით მარტივი გზა.
შექმენით ახალი ფენა (როგორც
1-8 გაკვეთილში) და დაარქვით სახელი - LINES. არ გააკეთოთ იგი მიმდინარე (Current). დახაზეთ ხაზი 0 ფენაზე.
აირჩიეთ დახაზული ხაზი და მიიტანეთ კურსორი ფენების ჩამოსაშლელ სიასთან. თქვენ დაინახავთ ყველა ფენის ჩამონათვალს. სიაში აირჩიეთ LINES ფენა, რის შემდეგ დააჭირეთ ESC.

როდესაც შეამოწმებთ ხაზის თვისებებს, დაინახავთ, რომ იგი LINES ფენაზეა. ეს ერთერთი მეთოდია, რომლითაც ძალიან ხშირად ისარგებლებთ, ასე რომ, ისწავლეთ და დახელოვნდით მასში.
დასაკვნა
ახლა თქვენ გაქვთ უნარი, რომ შეცვალოთ დახაზული ობიექტის თვისებები. არის მრავალი გზა ამის გასაკეთებლად, მაგრამ, როგორც ნახავთ, არსებობს შედარებით იოლი გზებიც. ასე რომ, დაიმახსოვრეთ: როდესაც რაიმე დახაზულია, შეგიძლიათ მოახდინოთ მისი მოდიფიცირება, როგორც ამას წინა გაკვეთილებში ვსწავლობდით ან შეცვალოთ მათი თვისებები. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში
არის უფრო იოლი წაშალოთ და ახლიდან დახაზოთ ობიექტი. |