ავტოკადის შესავალი
მოგესალმებით CAD-ის სამყაროში - მოცემულ სახელმძღვანელოში თქვენ შეისწავლით ავტოკადის საფუძვლებს.
მართალია, ეს კურსი შექმნილია სპეციალურად ავტოკად 2005-ისთვის, მაგრამ აგებულია იმგვარად, რომ ბრძანებებმა და ინსტრუქციებმა იმუშაონ ავტოკადის თითქმის ყველა ვერსიაში. ამ კურსის ბოლოს თქვენ შეგეძლებათ შექმნათ 2D ნახაზები და ამობეჭდოთ ისინი მასშტაბში.
სექციაში განხილული საკითხები:
X-Y კოორდინატთა სისტემა - კუთხის განზომილება
- წერტილების შეტანა
დავიწყოთ თავიდან:
X-Y კოორდინატთა სისტემა
ყველაფერი, რასაც თქვენ ავტოკადში დახაზავთ, იმაზე ზუსტი იქნება, ვიდრე ოდესმე დაგჭირდებათ. ეკრანზე დახაზული ყველა
ობიექტი თავსდება მარტივ X-Y კოორდინატთა სისტემაზე. ავტოკადში ეს სისტემა ცნობილია მსოფლიო კოორდინატთა სისტემის - World
Co-ordinate System (WCS) სახელით. თქვენ უნდა ერკვეოდეთ მასში იმისთვის, რომ განათავსოთ საგნები თქვენთვის სასურველ ადგილას.
(3D-ში მუშაობისას დამატებული არის Z ღერძი, მაგრამ ამ გაკვეთილში მას არ განვიხილავთ). ქვემოთ მოყვანილია დიაგრამა,
რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს ეს სისტემა (მეტი ინფორმაციისთვის მოათავსეთ პოინტერი დიაგრამაზე ).


იმისთვის, რომ ეფექტურად იმუშაოთ ავტოკადში, კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს ამ სისტემაში.
ჩემი მასწავლებლობის გამოცდილებიდან გეტყვით, რომ, რაც უფრო გარკვეულია სტუდენტი კოორდინატებში, მით უფრო კარგი CAD
მხაზველი გამოდის მისგან.
აი, როგორ მუშაობს ის:
ავტოკადი იყენებს წერტილებს იმისთვის, რომ განსაზღვროს ობიექტის მდებარეობა. არსებობს სათავე,
საიდანაც ხდება ათვლა. ათვლის ეს წერტილია (0,0). ყოველი ობიექტი მოთავსებულია სათავესთან მიმართებით. თუ თქვენ
ავლებთ ხაზს სათავის მარჯვნივ, მაშინ იგი განიხილება, როგორც X-ღერძის დადებით მხარეს მდებარე.
თუკი თქვენ ხაზავთ მაღლა მიმართულ ხაზს, ის იქნება Y-ღერძის დადებით მხარეს. ზემოთ მოყვანილი სურათი
გვიჩვენებს წერტილს, რომლის კოორდინატებია (9,6). ეს ნიშნავს, რომ წერტილი მდებარეობს სათავიდან 9 ერთეულით
მარჯვნივ X-ღერძის გასწვრივ და 6 ერთეულით მაღლა Y-ღერძის გასწვრივ. წერტილის კოორდინატების მითითებისას ჯერ
იწერება X, შემდეგ კი - Y. მეორე წერტილი ნაჩვენებია (-10,-15)-ზე. ეს ნიშნავს, რომ იგი მდებარეობს X-ღერძის უარყოფით
მხარეს 10 ერთეულით (მარცხნივ) და Y-ღერძის უარყოფით მხარეს 5 ერთეულით (ქვემოთ).
ხაზს გააჩნია საწყისი და საბოლოო წერტილი. ავტოკადი მოქმედებს წერტილებთან, რათა ეკრანზე გამოსახოს ხაზი.
ამოძრავეთ კურსორი სურათზე და თქვენ დაინახავთ (-10,-5) - (9,6) აბსოლუტურ
წერტილებზე დახაზულ ხაზს.
ხშირად თქვენ არ გექნებათ სათავის ნახვის შესაძლებლობა. შეიძლება დაგჭირდეთ ხაზის დახაზვა უკვე არსებული
ხაზის ბოლოდან, ამისთვის იყენებთ ფარდობით წერტილებს.
ეს ხდება აბსოლუტური წერტილების შეყვანის ანალოგიურად, მაგრამ უნდა დაამატოთ @ სიმბოლო (Shift+2),
ამით თქვენ ეუბნებით ავტოკადს, რომ შემდეგი წერტილი მდებარეობს ბოლოს შეყვანილ წერტილთან მიმართებით რაღაც მანძილზე.
ეს მარტივი სისტემაა, მაგრამ მისი დახელოვნება ავტოკადში წარმატებული მუშაობის საწინდარია და განმარტებულია ქვემოთ.
კუთხის განზომილება
ავტოკადი კუთხეს თავისებურად ზომავს. მიიტანეთ კურსორი ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე და ნახეთ,
თუ როგორ ხდება კუთხის გაზომვა.

როდესაც ხაზავთ დახრილ ხაზს, კუთხის გაზომვა უნდა დაიწყოთ 0 გრადუსიდან, რომელიც 3 საათის პოზიციაზეა.
თუ თქვენ დახაზავთ ხაზს 90 გრადუსზე, ის მიმართული იქნება ზევით. ზემოთ მოყვანილი მაგალითი (მასზე პოინტერით მოძრაობისას)
გვიჩვენებს +300 გრადუსით, ან -60 გრადუსით დახაზულ ხაზს.
თქვენ შეიძლება ყოველთვის არ გქონდეთ თვალსაჩინო შესადრებელი წერტილი 0 გრადუსისთვის. შეხედეთ
ქვემოთ მოყვანილ მაგალითს და მოათავსეთ პოინტერი სურათზე, რომ იპოვოთ კითხვის ნიშნით მონიშნული საძიებელი კუთხე.

ამ მაგალითში მოცემულია ინფორმაცია ხაზებზე, მაგრამ არა კუთხეზე, რომელიც ჭირდება ავტოკადს იმისთვის, რომ დახაზოს ხაზი საწყისი
წერტილიდან. მაშასადამე, მოცემულია შემდეგი: (ა) 0° არის 3 საათის პოზიციაზე, (ბ) 180° არის 9 საათის პოზიციაზე და (გ) კუთხე 180°-სა
და ხაზს შორის, რომელიც გვინდა დავხაზოთ, არის 150°. ამ ინფორმაციით შეგიძლიათ ამოიცნოთ კუთხე, რომელიც გვჭირდება. ქვემოთ მოცემულია
საძიებელი კუთხის მიღების თანმიმდევრობა.
1) დაიწყეთ 0°-დან და საათის ისრის საწინააღმდეგოდ გადათვალეთ +180°.
2) 180°-დან გადათვალეთ საათის ისრის მიმართულებით 150°.
3) გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ახლა გადაადგილდით +180-150 და გამოიყენეთ ეს, როგორც განტოლება: +180-150=30
4) ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ დახაზოთ ხაზი პოლარული კოორდინატებით (განხილულია ქვემოთ).
ავტოკადში წერტილების შეტანა
თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ წერტილები პირდაპირ ბრძანებათა ზოლში სამი სხვადასხვა სისტემის გამოყენებით. რომელ სისტემას
გამოიყენებთ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი უფრო მოსახერხებელია მოცემულ სიტუაციაში. პირველი დავალება საშუალებას მოგცემთ აითვისოთ ქვემოთ განხილული სამივე სისტემა:

აბსოლუტური კოორდინატები -
ამ მეთოდის გამოყენებით თქვენ შეგყავთ წერტილები WCS სათავესთან მიმართებით. იმისთვის, რომ შეიტანოთ წერტილი, საჭიროა შეიტანოთ ზუსტი
X,Y კოორდინატები.
ფარდობითი კოორდინატები -
გაძლევთ საშუალებას შეიტანოთ წერტილი მანამდე დახაზულ წერტილთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც შეიტანთ ერთ წერტილს, შემდეგი შეიტანება
@X,Y სახით. ეს ნიშნავს, რომ ავტოკადი დახაზავს ხაზს პირველი წერტილიდან შემდეგ წერტილამდე X ერთეულით გასწვრივ და Y
ერთეულით მაღლა წინამორბედ წერტილთან შედარებით.
პოლარული კოორდინატები - თქვენ იყენებთ ამ სისტემას, როდესაც გინდათ დახაზოთ
განსაზღვრული სიგრძის ხაზი განსაზღვრული კუთხით. თქვენ უნდა შეიტანოთ ეს @D<A
სახით. ამ შემთხვევაში D არის დისტანცია, ხოლო A არის კუთხე. მაგალითი:
@10<90 დახაზავს საწყისი წერტილიდან 10 ერთეულით მაღლა მიმართულ ხაზს.
ავტოკადისთვის კოორდინატთა შეყვანის მხოლოდ ზემოთ ნაჩვენები სამი გზა არის გასაგები. ჯერ გადაწყვიტეთ,
რომელი გზა გჭირდებათ და შემდეგ შეიტანეთ მონაცემები ზემოთ მოცემული რომელიმე ხერხით. გახსოვდეთ, რომ X ყოველთვის
Y-ზე წინაა. ფარდობითი წერტილების შეტანისას არ
დაივიწყოთ @ სიმბოლო. ნებისმიერი ბეჭდვითი შეცდომა
ან ინტერვალი არასასურველ შედეგს მოგცემთ. თუ თქვენ დაუშვით შეცდომა და გჭირდებათ ნახოთ არასწორი ნაბეჭდი, დააჭირეთ F2-ს,
რომ გამოიყვანოთ ტექსტური ეკრანი და შეასწოროთ შეცდომა. (დააჭირეთ F2-ს ხელმეორედ, რომ დაუბრუნდეთ ხაზვას).
კვლავ ავტოკადის საფუძვლებზე
სექციაში განხილული საკითხები:
ბრძანებების დაწყება - ავტოკადის ეკრანი
- ტერმინოლოგია
პიქტოგრამები, კლავიატურა და მენიუები
ვინდოუსის პროგრამების უმრავლესობაში რაიმეს
გასაკეთებლად რამდემინე გზა არსებობს, ავტოკადიც არ არის გამონაკლისი. ნებისმიერი მომხმარებელი გამოძებნის მისთვის მოსახერხებელ გზას, რომელიც უკეთესი იქნება მისთვის. ამ კურსში ჩვენ ძირითადად ვიმუშავებთ კლავიატურულ ბრძანებებზე. მიზეზი
კი ისაა, რომ ისინი მუშაობენ ავტოკადის თითქმის ყველა ვერსიაში (DOS-ის ვერსიის ჩათვლით) და ზოგიერთ სხვა CAD პროგრამაში. პიქტოგრამები კარგად
მუშაობს, თუმცა, როგორც ნახავთ, შეიძლება მოთავსდეს ეკრანის ნებისმიერ ადგილზე და შემდეგ მათი სწრაფი მოძებნა გაძნელდეს. ჩამოსაშლელი მენიუებიდან შეიძლება მივიდეთ თითქმის ყველა ბრძანებამდე, მაგრამ მათი გამოყენება შედარებით ნელი გზაა მიზნის მისაღწევად.
მაგალითი: თუ გსურთ დახაზოთ ხაზი, თქვენ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე გზით:
სამივე ჩამოთვლილი მიდგომა შეასრულებს ერთსა და იმაივე ბრძანებას.
ავტოკადი საკმაოდ პოპულარული პროგრამაა, ვინაიდან შეიძლება გადაეწყოს ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად.
ამის კარგი მაგალითია ხელსაწყოთა პანელები. თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე გამოტანილი გქონდეთ ყველაზე ხშირად გამოყენებადი პანელები. სახაზავად უფრო
მეტი სივრცის გასათავისუფლებლად ადვილად შეიძლება მათი ეკრანიდან გააქრობა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მათი გადაკეთება იმგვარად, რომ ერთ პანელზე გქონდეთ ყველაზე საჭირო ბრძანებები. მაგალითად, განზომილებების სახაზავი პანელი არ არის საჭირო ხაზვის პერიოდში, მაგრამ ძალზედ მოსახერხებელია
განზომილებების ხაზვის დროს.
ავტოკადის ეკრანი
ამოძრავეთ თქვენი კურსორი ზემოთ მოყვანილ სურათზე, რომ ნახოთ ეკრანის სხვადასხვა არეების სახელები.
-
დასახელების ზოლი - გაჩვენებთ, თუ რა პროგრამას ამუშავებთ და რა არის მიმდინარე ფაილის სახელი.
-
ჩამოსაშლელი მენიუ - სტანდარტული ჩამოსაშლელი მენიუები, რომლებიდანაც შეგიძლიათ შეასრულოთ
თითქმის ყველა ბრძანება.
-
ძირითადი პანელი - მასშია ვინდოუსის უმეტესი სტანდარტული ბრძანება ისევე, როგორც ავტოკადის ზოგადი ბრძანებები.
-
თვისებების პანელი - ეს პანელი გაძლევთ საშუალებას, სწრაფად შეუცვალოთ ობიექტს თვისებები,
როგორიცაა ფენა, ხაზის ტიპი და სხვა.
-
მცურავი პანელი - ამ პანელის მოძრაობა შესაძლებელია მთელს ეკრანზე. შესაძლებელია აგრეთვე მისი
დამაგრება ძირითადი პანელის მსგავსად.
-
ხაზვის სივრცე - სივრცე, სადაც ხაზავთ. ხაზვისთვის თქვენ გაქვთ თითქმის უსასრულო ფართი..
-
სამოძრაო პანელი - იგი მუშაობს ისევე, როგორც ვინდოუსის ყველა დანარჩენ პროგრამაში. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ პანორამირების (PAN) ბრძანება, რომ იმოძრაოთ თქვენი ნახაზის ირგვლივ.
-
WCS პიქტოგრამა - გვეხმარება გავერკვიოთ, თუ საითაა X და Y დადებითი. W ნიშნავს იმას,
რომ თქვენ ხართ მსოფლიო კოორდინატთა სისტემაში. (ის შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის კოორდინატთა სისტემით (UCS).)
-
სტატუსის ზოლის ქვედა პიქტოგრამები -
ეს პიქტოგრამები გაწვდით ინფორმაციას განახლებებზე. მაგალითად პროგრამის განახლებებზე, პრინტერის სტატუსზე,
შეკავშირებულ ფაილებზე და ა.შ.
-
ბრძანებათა ზოლი - ბრძანება, რომელიც თქვენ შეგყავთ ავტოკადში აისახება
ბრძანებათა ზოლში. ავტოკადი ამ სივრცეს იყენებს თქვენ დასახმარებლად. ის გაწვდით უამრავ ინფორმაციას და გატყობინებთ, თუ რა
ეტაპზე ხართ მოცემული ბრძანების შესრულებაში. სწავლის
განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ ბრძანებათა
ზოლს.
-
სტატუსის ზოლი - საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ და შეცვალოთ ხაზვის სხვადასხვა მეთოდები,
მაგალითად ისეთები, როგორიცაა: მართი (Ortho), ობიექტზე მიბმა (Osnap), ბადე (Grid), ობიექტზე მიდევნება (Otrack) და ა.შ.
ავტოკადის ძირითადი ტერმინოლოგია
აქ არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც საჭიროა იცოდეთ ავტოკადში მუშაობის დასაწყებად.
წითლად მონიშნულ საკითხებს გააჩნია ჰიპერლინკები მეტი ინფორმაციის მოსაწოდებლად.
|
აბსოლუტური კოორდინატები |
წერტილების შეყვანის ხერხი, დაფუძნებული ავტოკადის სათავე წერტილზე.
|
|
Acad.dwt |
შაბლონი, რომელიც ავტომატურად იტვირთება ხაზვის სესიის დაწყებისას. იგი შეიძლება გადაკეთდეს.
|
|
ასოცირებული განზომლება (Associated Dimensioning) |
განზომილება, რომელიც ასოცირებულია კონკრეტულ წერტილთან და იგი ამ წერტილის მოძრაობასთან ერთად განახლდება.
|
|
სარეზერვო ფაილი (Backup file) |
ავტოკადი შეიძლება დააყენოთ თქვენი ნახაზის ავტომატურ შენახვასა და დარეზერვებაზე. ეს არის დაცვა
ფაილის დაზიანების შემთხვევაში. იგი ინახება .BAK გაფართოებით. |
|
ბლოკი (Block) |
წინასწარ დახაზული ობიექტი, რომელიც თქვენ ნახაზში შეგიძლიათ შემოიტანოთ დროის ეკონომიისა და ფაილის
ზომის შემცირების მიზნით.
|
|
გადაჯვარედინება (Crosshairs) |
თქვენი კურსორი, როდესაც თქვენ ხართ ხაზვის სივრცეში.
|
|
კურსორი (Cursor) |
კურსორი იცვლება იმის მიხედვით, თუ პროგრამის რომელ ადგილზეა იგი.
|
|
მონაცემთა ბაზა (Database) |
ავტოკადის ფაილი სინამდვილეში წარმოადგენს ერთ დიდ მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს მთელს საჭირო ინფორმაციას
ობიექტების წარმოსაქმენლად. მაგალითად, ინფორმაცია ფენების, ხაზის ტიპებისა და ა.შ. შესახებ ინახება ამ სახით.
|
|
დიალოგური ფანჯარა (Dialog box) |
ავტოკადი იყენებს დიდი რაოდენობით დიალოგურ ფანჯრებს იმისთვის, რომ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია თქვენგან.
თქვენ კი უნდა იცოდეთ, როგორ შეიტანოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ის გთხოვთ.
|
|
ხაზვის შაბლონის ფაილი (Drawing template file) |
ფაილი, რომელიც შეიცავს წინასწარ შეტანილ მნიშვნელობებს ხშირად გამოყენებად მითითებებზე. აგრეთვე ცნობილია,
როგორც ნახაზის პროტოტიპი. ფაილის გაფართოებაა .DWT |
|
განფენილობა (Extents) |
გარე ზღვრები თქვენს მიერ დახაზული ობიექტისა.
|
|
ბადე (Grid) |
წერტილების წყობა, რომელიც გამოსახულია ეკრანზე უკეთესი ორიენტაციისთვის. იგი შეიძლება ჩაირთოს და
გამოირთოს F7 ღილაკის დაჭერით.
|
|
დამჭერები (Grips) |
ობიექტის პატარა 'სახელურები' მისი სწრაფი რედაქტირებისთვის.
|
|
ფენა (Layer) |
ყველა ობიექტი იხაზება ფენაზე. თქვენ შეგიძლიათ დააჯგუფოთ ობიექტები (მაგალითად როგორიცაა ელექტროობა)
ერთ ფენაზე და ორგანიზება გაუკეთოთ თქვენ ნახაზს.
|
|
ფორმატის სანიშნე (Layout Tabs) |
თქვენი ნახაზის დასაბეჭდად გამოყენებული არასავალდებულო სივრცე.
|
|
ზღვრები (Limits) |
თქვენს ნახაზზე 'ხელოვნური' ზღვრების მოთავსების მითითება თქვენი ტექსტის და განზომილებების მასშტაბირებისათვის, და ა.შ.
|
|
ხაზის ტიპი (Linetype) |
ყველა ობიექტი დახაზულია გამორჩეული ხაზის ტიპით. მაგ: სოლიდური, დაშტრიხული, ცენტრი და ა.შ.
|
|
მოდელირების სივრცე (Model space) |
ხაზვის სივრცე, სადაც თქვენ ქმნით მოდელს.
|
|
მოდიფიცირება (Modify) |
ზოგადი ტერმინი, რომელიც გამოყენებულია ობიექტის ცლილების აღსანიშნავად.
|
|
ობიექტი (Object) |
ნებისმიერი ელემენტი, რომელიც ავტოკადის მონაცემთა ბაზაშია.
|
|
სათავე (Origin) |
თქვენი მიმდინარე კოორდინატთა სისტემის (0,0) წერტილი.
|
|
მართი მეთოდი (Ortho mode) |
ხაზვის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავხაზოთ მხოლოდ მართობული ხაზები. იგი ირთვება და ითიშება
F8 კლავიშის დაჭერით.
|
|
ობიექტზე მიბმა (Osnap - Object Snap) |
ობიექტზე განსაზღვრული წერტილით მიბმის მეთოდი.
|
|
გზა (Path) |
სპეციალური საქაღალდე, სადაც ავტოკადი ეძებს ან ინახავს ფაილებს.
|
|
ამორჩევა (Pick) |
ობიექტის არჩევა მასზე მარცხენა კლიკით ("თაგვის" ღილაკის დაჭერა). |
|
ხაზვა (Plot) |
აგრეთვე ცნობილი, როგორც ბეჭდვა. ნახაზის მყარი კოპიოს გასაკეთებლად.
|
|
პოლარული კოორდინატები |
წერტილების შეტანის დისტანციაზე და კუთხეზე დაფუძნებული გზა.
|
|
თვისება (Property) |
ობიექტის ნებისმიერი სპეციფიკური მახასიათებელი, როგორიცაა მაგალითად ფენა, მასშტაბი, ხაზის ტიპი, საწყისი წერტილი და ა.შ.
|
|
ფარდობითი კოორდინატები |
წერტილების შეტანის საწყის წერტილზე დაფუძნებული გზა.
|
|
მონიშვნის რიგი(Selection set) |
ობიექტების მიმდინარე ჯგუფი მონიშნული მოდიფიცირებისთვის.
|
|
მიბმა (Snap) |
ხაზვის მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივაბათ კურსორი ბადეზე მოთავსებულ წერტილებს.
აქტიურდება F9 კლავიშით.
|
|
სტილები (Styles) |
ფორმატირება, რომელიც განსაზღვრავს ტექსტის, განზომილებების, და ა.შ. იერსახეს.
|
|
ერთეულები (Units)
|
თქვენი ხაზვისთვის დაყენებული ძირითადი მხაზველობითი ერთეული. მაგალითად, თქვენი მოთხოვნილების მიხედვით
შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჩები ან მილიმეტრები. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დააყენოთ სიზუსტე, რომელიც გჭირდებათ ერთეულების
გამოსახვისთვის. მაგალითად: 0.0 ან 0.00 და ა.შ.
|
|
მომხმარებლის კოორდინატთა სისტემა - User co-ordinate system (UCS)
|
მსოფლიო კოორდინატთა სისტემის (WCS) სახაცვლილება, რომლის შედეგია მომხმარებლის კოორდინატთა სისტემა (UCS).
|
|
ხედი (View) |
თქვენი ნახაზის განსაზღვრული არეალი.
|
|
სადემონსტრაციო ფანჯარა (Viewport) |
ცალკე ფანჯარა თქვენ ნახაზზე. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ერთზე მეტი სადემონსტრაციო ფანჯარა, რათა ერთდროულად
დაინახოთ თქვენი ნახაზის სხვადასხვა არე.
|
|
დამხმარე (Wizard)
|
ინსტრუქციების მიმდევრობა, რომელიც გეხმარებათ ნახაზის განსაზღვრული ასპექტების გამართვაში.
|
|
მსოფლიო კოორდინატთა სისტემა - World Co-ordinate System
(WCS) |
ეს არის ძირითადი X-Y- კოორდინატთა სისტემა. თუ იგი შეიცვლება, ის გახდება მომხმარებლის კოორდინატთა სისტემა (UCS).
|
|
დეტალიზირება (Zoom) |
თქვენი ნახაზის უფრო მცირე (zoom in) ან უფრო დიდი (zoom out) ნაწილის დანახვა.
|
გაკვეთილის დასაწყისში დაბრუნება
|